მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეს-მა შიდა ქართლში ფრინველის სასაკლაოს მუშაობა შეუჩერა და დააჯარიმა
სეს-მა შიდა ქართლში ფრინველის სასაკლაოს მუშაობა შეუჩერა და დააჯარიმა

სეს-მა შიდა ქართლში ფრინველის სასაკლაოს მუშაობა შეუჩერა და დააჯარიმა

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 17:47|bm.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ (სეს) შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთში მდებარე ფრინველთა სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა და ბიზნესოპერატორი დააჯარიმა.

სააგენტოს ინფორმაციით, შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ვ. ზ.-ს კუთვნილი ობიექტი სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში შეამოწმეს.

ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ მეწარმე სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. გარდა ამისა, ობიექტზე დაფიქსირდა სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები. კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ბიზნესსექტორს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და მკაცრად დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის გეოლოგიურ კვლევაზე კომპანიასთან შეთანხმება მიღწეულია - გიორგი კაკაურიძე

BM.GE

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

თბილისის ყველაზე იაფ უბანში იპოთეკა ოჯახების მხოლოდ 5%-ისთვისაა ხელმისაწვდომი | "პროგრესული ფორუმის" კვლევა

BM.GE

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

ბიტკოინის ფასი $69,000-მდე დაეცა

BM.GE

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

BM.GE