მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა - „გობი“
სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა - „გობი“

სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა - „გობი“

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 02:45|bm.ge

რესტორან „გობის“ ზაფხულის სეზონის შემოსავალმა მოლოდინს თითქმის ორჯერ გადააჭარბა. როგორც რესტორნის წარმომადგენელმა სულხან ხომერიკმა BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, ობიექტის მცირე, 40-კაციანი სივრცის გამო საღამოს საათებში რესტორანი სტუმრებს წინასწარი ჯავშნის გარეშე ვეღარ იღებს.

მისი ინფორმაციით, ობიექტის მიმართ მომხმარებლების ინტერესი მოლოდინზე სწრაფად გაიზარდა. რესტორანი დაახლოებით 6 თვის წინ გაიხსნა და მოლოდინი იყო, რომ ბრენდის ცნობადობის გაზრდას თავდაპირველად მინიმუმ ერთი წელი დასჭირდებოდა.

„წლევანდელმა სეზონმა მოლოდინს გადააჭარბა. რასაც ველოდებოდით, რისი იმედიც გვქონდა, რომ შეიძლებოდა მინიმალურზე გავსულიყავით, თითქმის ორჯერ მეტი შემოსავალი მივიღეთ ამ ზაფხულით და ჯერჯერობით ეს ტენდენცია შენარჩუნებულია. ფაქტობრივად, ყოველდღიურობაში სავსეა რესტორანი, საღამოს რეზერვის გარეშე სტუმრებს ვეღარ ვიღებთ. ადგილები არ გვაქვს, საკმაოდ მცირეა - 40 ადამიანისთვის არის განკუთვნილი“, - განაცხადა ხომერიკმა.

მისივე თქმით, სტუმრების გამოცდილებაზე გავლენას თავად მომზადების პროცესიც ახდენს, რადგან რესტორანში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, კერძის მომზადებას დააკვირდნენ და შეფთან კომუნიკაციაც ჰქონდეთ.

„ერთი წელიც არ არის გასული, რაც გავიხსენით. ჩვენი გათვლით, ვფიქრობდით, რომ ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად მინიმუმ ერთი წელი დაგვჭირდებოდა, თუმცა დღეს ჩვენი რესტორნისა და კერძების შესახებ იმაზე ბევრად მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე ამ ეტაპზე ველოდებოდით. მომზადების პროცესი სტუმრების მხრიდან ცოტა სხვანაირი თვალით არის აღსაქმელი და როცა ისინი გვიყურებენ, ჩვენ თუ როგორ ვუმზადებთ მათ საჭმელს, ეს კიდევ დამატებითი ემოციაა მათთვის“, - აღნიშნა მან.

ხომერიკის განცხადებით, მომხმარებლების დადებითი შეფასებები კომპანიას განვითარების გეგმების გაგრძელებისკენ უბიძგებს და მომავალ წელს მეორე ობიექტის გახსნასაც გეგმავს: „უცხოელი დამსვენებელი ტურისტები მოდიან ჩვენთან უმეტესი წილი და ამან ძალიან იმოქმედა იმაზე, რომ მათი უკუკავშირი, მათი შეფასებები, მათი დატოვებული თითოეული კომენტარი და ჩვენთვის ნათქვამი თითოეული თბილი სიტყვა არის მეტი მოტივაცია, რომ მომავალი წლისთვის გავაკეთოთ მეორე ობიექტი, აუცილებლად, იმიტომ რომ მოთხოვნა არის“, - განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

რა მოცულობისაა კრიპტობაზარი? - TOP 10

BM.GE

Comstock-მა SOCAR-თან $1.65-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

Comstock-მა SOCAR-თან $1.65-მილიარდიანი შეთანხმება გააფორმა

BM.GE

ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" სუპერინტელექტის განვითარების შეჩერება მოითხოვა

ხელოვნური ინტელექტის "ნათლიამ" სუპერინტელექტის განვითარების შეჩერება მოითხოვა

BM.GE

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორებს 1 ლარად გადაეცემათ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურა კერძო ოპერატორებს 1 ლარად გადაეცემათ

BM.GE