მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შალვა პაპუაშვილი ბუდვაშია - როგორია ეკონომიკური კავშირები მონტენეგროსთან?
შალვა პაპუაშვილი ბუდვაშია - როგორია ეკონომიკური კავშირები მონტენეგროსთან?

შალვა პაპუაშვილი ბუდვაშია - როგორია ეკონომიკური კავშირები მონტენეგროსთან?

BM.GE6 მაისი, 2026, 22:15|bm.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ქალაქ ბუდვაში, მონტენეგრო გაემგზავრა, - ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

ბუდვაში იგი ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მიიღებს.

სამიტის ფარგლებში მისი სიტყვით გამოსვლა და სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან ორმხრივი შეხვედრებია დაგეგმილი. დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი შედის.

bm.ge გთავაზობთ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს ორ ქვეყანას შორის

ვაჭრობა

მონტენეგროსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვაც ზრდის ტენდენციას აჩვენებს. 2025 წელს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა 1 320 100 დოლარს შეადგენს, 2024 წელს კი 657 300 დოლარს, რაც 100.8%-იანი ზრდაა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ბაზართან ვაჭრობა ჯერ კიდევ არ არის მასშტაბური და პროდუქციის ასორტიმენტი შეზღუდულია.

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მონტენეგროში 237 900 დოლარის ღირებულების თხილი და სხვა კაკალი გაიტანა, ხოლო იმპორტმა 211 900 დოლარი შეადგინა და ძირითადად სასმელად განკუთვნილ სპირტიან სასმელებს მოიცავდა.

ფულადი გზავნილები

სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ამ ქვეყნიდან საქართველოში გასულ წელს 395.8 ათასი აშშ დოლარი გადმოირიცხა, მიმდინარე წლის განმავლობაში კი 58.7 ათასი აშშ დოლარი.

ბოლო გასული წლების სტატისტიკა კი ასეთია: 2024 წელი - 188.1 ათასი აშშ დოლარი; 2023 წელი - 83.5 ათასი აშშ დოლარი; 2022 - 152.8 ათასი აშშ დოლარი.

ტურიზმი

მონტენეგროდან ტურისტული ნაკადები ზრდის ტენდენციას აჩვენებს. 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველომ მონტენეგროდან 93 ვიზიტორი მიიღო, ხოლო 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში - 74, რაც 25.7%-იან ზრდას ნიშნავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პაპუაშვილი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 117 სტატია.

  • ფეიქრიშვილების დედა შალვა პაპუაშვილს მიმართავსტვ პირველი
  • მერამდენედ ცდილობენ, წარმოაჩინონ, თითქოს რაღაც უთანხმოება არსებობს მათ შორის... ეს არის კოლექტიური "ნაცმოძრაობა" და სწორედ მისი გასამართლების პროცესს ვაკვირდებით ეს დღეები - შალვა პაპუაშვილირუსთავი 2
  • პაპუაშვილი: ევროკომისიის მხრიდან საქართველოს მიმართ საბჭოთა მეთოდებს ვუყურებთფორმულა
  • შალვა პაპუაშვილი: 4 ოქტომბერს დამარცხდა არა მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი გეგმა, არამედ საბოლოოდ დამარცხდა წლობით გაღვივებული წარმოდგენა, რომ ხელისუფლების შეცვლა, არჩევნების ნაცვლად, ქუჩის ძალადობით და უცხოური პოლიტიკური მხარდაჭერით შეიძლებაიმედი
პაპუაშვილი →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE