მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება
შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

შავ ზღვაში სატვირთო გემზე დრონით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა - საგარეო უწყება

BM.GE10 სექტემბერი, 2026, 19:32|bm.ge

ოთხშაბათს შავ ზღვაში, უცხოური დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემ TEDY-ზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის ორი აზერბაიჯანელი წევრი დაიღუპა - ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, დაღუპულები ასლან ალიევი და ასიმ გასამოვი არიან.

თავდასხმისას დაშავდა აზერბაიჯანის კიდევ ორი მოქალაქე - იმრან ნოვრუზოვი და რაუფ ალიევი. ისინი უკრაინის ქალაქ ჩორნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კოორდინაციაშია აზერბაიჯანის დიპლომატიურ მისიებთან და შესაბამისი ქვეყნების კომპეტენტურ ორგანოებთან. მიიღება ზომები დაშავებული მოქალაქეებისთვის აუცილებელი საკონსულო დახმარების გასაწევად, რათა სამედიცინო გამოკვლევებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ მათი აზერბაიჯანში დაბრუნება მოხერხდეს. ასევე ხორციელდება საჭირო პროცედურები დაღუპულთა ცხედრების გადმოსასვენებლად.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ისეთ რეგიონებში გამგზავრებისგან, სადაც საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების კუთხით არასტაბილური ვითარებაა, ასევე მსგავს ტერიტორიებზე დასაქმებისა და აღნიშნულ მარშრუტებზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე მუშაობისგან", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთი და უკრაინა ერთმანეთის საექსპორტო ტერმინალებსა და გემებზე ინტენსიურ იერიშებს ახორციელებენ. აღნიშნულმა ესკალაციამ, ომის 4.5 წლის განმავლობაში, შავი ზღვით ვაჭრობისთვის ყველაზე სერიოზული რისკები შექმნა.

აზერბაიჯანის ოფიციალურ განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, თუ რომელმა მხარემ განახორციელა თავდასხმა ოთხშაბათს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საგარეო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • გერმანიის საგარეო: ოპოზიციის აკრძალვით საქართველო ევროპას საბოლოოდ შორდებაფორმულა
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • „ნეთანიაჰუ აშშ-ს ახალ ომში ითრევს, რათა ციხეს გადაურჩეს“ - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრიტვ პირველი
  • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოზე იმსჯელებენნეტგაზეთი
საგარეო →აზერბაიჯანის →თავდასხმის →

მსგავსი სტატიები

მინიმალური ხელფასი მსოფლიოში: სად არის ის ყველაზე მაღალი/დაბალი?

მინიმალური ხელფასი მსოფლიოში: სად არის ის ყველაზე მაღალი/დაბალი?

BM.GE

საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები 6.8%-ით გაიზარდა - სად ვრიცხავთ ფულს?

საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხვები 6.8%-ით გაიზარდა - სად ვრიცხავთ ფულს?

BM.GE

"რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი"|ენერგეტიკოსის კითხვები და ანალიზი დენის იმპორტში შუამავლების ჩახსნაზე

"რაღაც მიზეზის გამო გაჩნდა ეს რგოლი"|ენერგეტიკოსის კითხვები და ანალიზი დენის იმპორტში შუამავლების ჩახსნაზე

BM.GE

წელს, თბილისში "დიარონის" პირველი ფილიალის გახსნა გადაიდო |მიზეზები

წელს, თბილისში "დიარონის" პირველი ფილიალის გახსნა გადაიდო |მიზეზები

BM.GE