მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შავი სიის მექანიზმის გაფართოება, ფასების ინდექსაცია, ფასწარმოქმნის გაუმჯობესება - მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლებს შეხვდა
შავი სიის მექანიზმის გაფართოება, ფასების ინდექსაცია, ფასწარმოქმნის გაუმჯობესება - მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლებს შეხვდა

შავი სიის მექანიზმის გაფართოება, ფასების ინდექსაცია, ფასწარმოქმნის გაუმჯობესება - მთავრობა ინფრასტრუქტურის მშენებლებს შეხვდა

BM.GE15 მაისი, 2026, 19:41|bm.ge

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან ერთად, ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულაციების ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ცვლილებები იგეგმება №55 დადგენილებით დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტსა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ცვლილებები მოიცავს ფასების ინდექსაციას, შავი სიის მექანიზმის გაფართოებას და ფასწარმოქმნის პირობების მოდერნიზაციას.

როგორც მთავრობის მეთაურმა დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, მთავარი ამოცანაა, რომ ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და აღნიშნულში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები.

„დღეს, ჩვენ სექტორის წარმომადგენლებს გავუზიარეთ ცვლილებების პროექტი, რომლებიც გააჯანსაღებს არსებულ ვითარებას. არის საკითხები ფასებთან და ინდექსაციასთან დაკავშირებით. ჩვენი მთავარი ამოცანაა, მივიღოთ მაქსიმალურად მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურა და ამაში სახელმწიფომ გადაიხადოს საბაზრო ფასები. ამასთან ერთად, გვინდა, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ კომპანიები, კონკრეტულად ქართული კომპანიები. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და სწორედ ამას ემსახურება ის ცვლილებები, რომლებიც წარვუდგინეთ დღეს სექტორში ჩართულ კომპანიებს. მათი მხრიდან არსებითად დაიმსახურა ამ ცვლილებებმა მოწონება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძემ ინფრასტრუქტურის მინისტრსა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება, ამ მიმართულებით, სექტორში ჩართულ კომპანიებთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს.

ცვლილებების ფარგლებში, იზრდება ზედნადები და გაუთვალისწინებელი ხარჯების ლიმიტი, განახლდება სამშენებლო მასალებისა და მანქანა-მექანიზმების ფასები, ასევე დაინერგება ინდექსაციის მექანიზმი, რომელიც პროექტების მიმდინარეობისას ფასების ცვლილების შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულების ნაწილობრივ კორექტირებას უზრუნველყოფს.

რეფორმა ასევე ითვალისწინებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას - შესაძლებელი გახდება სახელმწიფო ტენდერებში პრეტენდენტისა და მისი ქვეკონტრაქტორის გამოცდილების გაერთიანება, რაც კომპანიებს მსხვილ პროექტებში უფრო აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას მისცემს.

პარალელურად, მკაცრდება პასუხისმგებლობისა და კონტროლის მექანიზმები, იზღუდება არარეალისტურად დაბალი ფასებით ტენდერებში მონაწილეობა, ხოლო შავი სიის მექანიზმი ფართოვდება, რის შედეგადაც ფინანსურ ან კორუფციულ დანაშაულებთან დაკავშირებული პირების კომპანიები შესაძლოა, სახელმწიფო ტენდერებიდან დისკვალიფიცირდნენ.

შეხვედრას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი, ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გურამ დუმბაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE