მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შეღავათიანი აგროკრედიტით" გაცემული ₾8 მილიარდამდე სესხი ბიუჯეტიდან ₾1.8 მილიარდით დასუბსიდირდა
"შეღავათიანი აგროკრედიტით" გაცემული ₾8 მილიარდამდე სესხი ბიუჯეტიდან ₾1.8 მილიარდით დასუბსიდირდა

"შეღავათიანი აგროკრედიტით" გაცემული ₾8 მილიარდამდე სესხი ბიუჯეტიდან ₾1.8 მილიარდით დასუბსიდირდა

BM.GE7 მაისი, 2026, 14:00|bm.ge

2013-2025 წლებში "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტით“, სოფლის მეურნეობის სექტორში, სულ 7.7. მლრდ ლარის (₾7,660,809,909) სესხი გაიცა.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მონაცემებით, აღნიშნული კრედიტების თანადაფინანსება ჯამურად ₾1.8 მლრდ (₾1,770,899,718) იყო.

სააგენტოს მონაცემებითვე, ბოლო 12 წელიწადში, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში ბანკებმა სულ 90,500 სესხი გასცეს. ბენეფიციარების რაოდენობა კი 47,738-ია ანუ ერთმა ბენეფიციარმა, რომელშიც ი/მ, ფიზიკური პირები და იურიდიული პირები შედიან, პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლა.

ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ 8 მილიარდამდე ლარის სესხიდან 50%-ზე მეტი იურიდიულ პირებზე ანუ მსხვილ კომპანიებზე მოდის.

ცნობისთვის: „შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას“ სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა, ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.

როგორც BMG-მ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გაარკვია, “აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ამოქმედების [1 ივლისი] შემდეგ, „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი“ არსებული ფორმატით არ გაგრძელდება.

კერძოდ, თუ 2013 წლიდან მოქმედი პროექტით, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, ახალი მოდელის თანახმად, სახელმწიფო თანადაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარის [ფიზიკური თუ იურიდიული პირი] „ბიზნესგეგმა“, პირველ რიგში, მთავრობას უნდა მოეწონოს.

"შეღავათიანი აგროკრედიტი" არ უქმდება, მაგრამ გაცემის წესი და პირობები იცვლება|რას განმარტავს სამინისტრო

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE