მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "შეიძლება, ამაღამ ირანზე შეტევა მივიტანოთ" - დონალდ ტრამპი
"შეიძლება, ამაღამ ირანზე შეტევა მივიტანოთ" - დონალდ ტრამპი

"შეიძლება, ამაღამ ირანზე შეტევა მივიტანოთ" - დონალდ ტრამპი

BM.GE8 ივლისი, 2026, 22:18|bm.ge

თურქეთში მიმდინარე NATO-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ სამხედრო დარტყმის სავარაუდო განხორციელებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს შეიძლება დღესვე მოხდეს.

ტრამპმა აღნიშნა, რომ თეირანისთვის "ძლიერი დარტყმის მიყენებას" აქტიურად განიხილავს. მისი განმარტებით, ამერიკულ მხარეს ირანულ რეჟიმთან ანგარიშის გასწორება სურს. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თეირანთან გაფორმებული შეთანხმება მისთვის საიმედო აღარაა და რომ კონფლიქტის დიპლომატიურად მოგვარება აღარ სურს.

მედიასთან გამოსვლისას პრეზიდენტმა ტრამპმა ჰორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკადაზეც ისაუბრა. თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ვაშინგტონი საჭიროების შემთხვევაში ხარგის კუნძულზე კონტროლს დაამყარებს და სტრატეგიულ ინფრასტრუქტურასაც მნიშვნელოვნად დააზიანებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა ჟურნალისტებს შესაძლო სამიზნეების შესახებ დეტალური ინფორმაციაც კი მიაწოდა. მისი განცხადებით, სამხედრო იერიშის სამიზნე ირანული უპილოტო საფრენი აპარატები და რაკეტების შესანახი ასი სახმელეთო ობიექტი, ასევე სანაპირო დაცვისა და რადარების სისტემები იქნება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკულმა სამხედრო ძალებმა გასულ ღამეს ირანის კუთვნილი 28 კატარღა უკვე გაანადგურეს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

BM.GE

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE