მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შეირჩა 1421 სტაჟიორი, დასაქმდა 199 - როგორია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შედეგები?
შეირჩა 1421 სტაჟიორი, დასაქმდა 199 - როგორია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შედეგები?

შეირჩა 1421 სტაჟიორი, დასაქმდა 199 - როგორია სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის შედეგები?

BM.GE2 ივნისი, 2026, 17:52|bm.ge

შეირჩა 1421 სტაჟიორი, სისტემაში დასაქმდა 199 - ასეთია საჯარო დაწესებულებებში გამოცხადებული სტაჟირების პროგრამის შედეგები. საუბარია 3-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 2025 წლის პირველი სექტემბრიდან, საჯარო სექტორის მასშტაბით, გამოცხადდა სამთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი, რომლის ფარგლებშიც, ჯამურად, გამოქვეყნდა 338 დაწესებულების 1688 ვაკანსია 3179 პოზიციაზე, როგორც საჯარო დაწესებულებებში, ისე საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალ საბიუჯეტო ორგანიზაციებში. შედეგად, შეირჩა 1421 სტაჟიორი. 2026 წელს სტაჟირების ხელშეკრულება გაუგრძელდა 492 სტაჟიორს, ხოლო სისტემაში დასაქმდა 199 პირი.

შეგახსენებთ, პროტესტებისა და საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, 2024 წლის დეკემბრიდან საჯარო სტრუქტურებიდან მრავალი საჯარო მოხელე გაათავისუფლეს. პროცესი, რომელსაც სამოქალაქო სექტორი პოლიტიკურ წმენდად აფასებს, ძირითადად უკავშირდება პროევროპულ აქციებზე დასწრებას ან მთავრობის გადაწყვეტილებების საჯაროდ კრიტიკას. ოფიციალურ მიზეზად კი ყველაზე ხშირად რეორგანიზაცია ან შტატების შემცირება სახელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შედეგები

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 67 სტატია.

  • სემეკ-მა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინატვ პირველი
  • სემეკ-ის სამუშაო ჯგუფმა საქართველოში ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზების შესწავლის პირველადი შედეგები წარადგინარუსთავი 2
  • ინფრასტრუქტურული პროექტები და სტიქიის შედეგების აღმოფხვრა - მინისტრები კახეთში. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
  • გეოპოლიტიკური კრიზისი: NATO-ს ანკარის სამიტის შედეგები და აშშ-ირანის სამხედრო ესკალაციაფორმულა
შედეგები →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE