მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების საფასურს აორმაგებს
შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების საფასურს აორმაგებს

შემოსავლების სამსახურის წინასწარი გადაწყვეტილების საფასურს აორმაგებს

BM.GE13 ივლისი, 2026, 18:55|bm.ge

2027 წლის 1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის მიერ წინასწარი გადაწყვეტილების (Advance Ruling) გამოცემისთვის დაწესებული საფასური გაიზრდება. შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის №251 დადგენილებით დამტკიცდა.

BDO-ს საკანონმდებლო მიმოხილვის თანახმად, ცვლილების მიხედვით, იურიდიული პირებისთვის მომსახურების საფასური 10,000 ლარიდან 20,000 ლარამდე იზრდება, ხოლო რეზიდენტი ფიზიკური პირებისთვის – 5,000 ლარიდან 10,000 ლარამდე.

დადგენილების თანახმად, ფიზიკური პირის რეზიდენტობის განსაზღვრა მოხდება იმ კალენდარული (საგადასახადო) წლის მიხედვით, რომელიც წინ უსწრებს წინასწარი გადაწყვეტილების მოთხოვნის წარდგენას.

ამასთან, ახალი ტარიფები არ გავრცელდება იმ მოთხოვნებზე, რომლებიც შემოსავლების სამსახურში 2027 წლის 1 იანვრამდე იქნება წარდგენილი.

ცვლილება საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში შევიდა, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურებების საფასურებსა და მათ განაკვეთებს არეგულირებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი

BM.GE

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

ნეპალში მყოფი საქართველოს რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხოდ იმყოფება - საგარეო საქმეთა სამინისტრო

BM.GE

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

გერმანიის ახალი ელჩი საქართველოში ოფიციალურად შეუდგა საქმიანობას | საელჩო

BM.GE

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

როგორი იქნება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალი - ₾15-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE