მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შენჟენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს
შენჟენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

შენჟენში აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს

BM.GE19 ნოემბერი, 2026, 16:42|bm.ge

ჩინეთის ქალაქ შენჟენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმის ფარგლებში, დონალდ ტრამპის, სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის სამმხრივი სამიტი დაიწყო.

შეხვედრის დაწყებამდე აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვაშინგტონსა და პეკინს უკრაინაში ომის დასრულების პროცესში ერთობლივი ჩართვა სურთ. ტრამპის თქმით, კონფლიქტის შეწყვეტა მისი დიდი სურვილია და ამ პოზიციას ორივე ქვეყნის სახელით მოლაპარაკებებისასაც დააფიქსირებს.

რაც შეეხება შეხვედრის დღის წესრიგს, პეკინი, ვაშინგტონი და მოსკოვი მასზე განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ჩინური მხარის განცხადებით, სამი ლიდერი "მსოფლიო მშვიდობის" დაცვასა და ზესახელმწიფოებს შორის სტრატეგიული სტაბილურობის განმტკიცებაზე სიღრმისეულ დისკუსიას გამართავს, თუმცა სი ძინპინი უკრაინის კონფლიქტს პეკინის მოსაგვარებელ პრობლემად არ მიიჩნევს.

კრემლის ცნობით კი, მოლაპარაკებების გეგმა საბოლოოდ შეთანხმებული ახლაც არ არის, თუმცა რუსეთის მთავრობაში აღნიშნავენ, რომ შეხვედრაზე უკრაინის თემისთვის გვერდის ავლა რთული იქნება.

განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა მოხვდეს ბირთვული განიარაღებაც, რა მხრივაც ამერიკის პოზიცია დადებითია, ჩინეთი კი მიიჩნევს, რომ პირველი ნაბიჯები თეთრმა სახლმა უნდა გადადგას.

აღსანიშნავია, რომ სამმხრივ სამიტამდე დონალდ ტრამპმა სი ძინპინთან და ვლადიმერ პუტინთან ცალ-ცალკე პირისპირ შეხვედრებიც გამართა. ჩინეთის პრეზიდენტთან წელს უკვე მესამე შეხვედრაზე ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების საერთო ინტერესზე ისაუბრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 273 სტატია.

  • ნავთობქარხნების დაზიანების გამო რუსეთი ბენზინის ექსპორტიდან იმპორტზე გადავიდაფორმულა
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →ჩინეთის →

მსგავსი სტატიები

"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა

"სასტუმროები მობილიზებული გვაქვს" - კახა კალაძე ფონიჭალაში აფეთქების ადგილას მივიდა

BM.GE

"ნგრევის საფრთხე რეალურად არის" - შს მინისტრის განცხადებით, ფონიჭალაში ჩამონგრეულ კორპუსში 7 ადამიანს ეძებენ

"ნგრევის საფრთხე რეალურად არის" - შს მინისტრის განცხადებით, ფონიჭალაში ჩამონგრეულ კორპუსში 7 ადამიანს ეძებენ

BM.GE

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ჰოსპიტალიზებულია | ჯანდაცვის მინისტრი

ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ჰოსპიტალიზებულია | ჯანდაცვის მინისტრი

BM.GE

საქართველო შუა დერეფნის კონტექსტში, როგორც მთავარი მოთამაშე გაცილებით აქტიური უნდა იყოს - ზვიად ჭუმბურიძე

საქართველო შუა დერეფნის კონტექსტში, როგორც მთავარი მოთამაშე გაცილებით აქტიური უნდა იყოს - ზვიად ჭუმბურიძე

BM.GE