მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შევძლებთ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და შევთავაზოთ ახალი მიმართულებები - იოსელიანი რკინიგზის ტენდერზე
შევძლებთ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და შევთავაზოთ ახალი მიმართულებები - იოსელიანი რკინიგზის ტენდერზე

შევძლებთ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და შევთავაზოთ ახალი მიმართულებები - იოსელიანი რკინიგზის ტენდერზე

BM.GE11 ნოემბერი, 2026, 23:25|bm.ge

რკინიგზის ისტორიული განახლების ფარგლებში ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან ახალ პროექტს, რომელიც 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვასთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გულისხმობს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა განაცხადა.

საუბარია საქართველოს რკინიგზის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, რომელიც 10 ერთეული ახალი, ოთხვაგონიანი ელექტრომატარებლის შეძენას ითვალისწინებს, საერთო ღირებულებით 70 მლნ დოლარი. შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის (ADB) დაფინანსებით განხორციელდება.

"სწორედ აღნიშნული პროექტით შევძლებთ უზრუნველვყოთ და შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს, საერთაშორისო ვიზიტორებს და მოსახლეობას სრულიად ახალი გამოცდილება საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მიმართულებაში, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაორმაგოთ გამტარუნარიანობა და ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ახალი მიმართულებები“, - აცხადებს იოსელიანი.

ტენდერის პირობების თანახმად, თითოეული ოთხვაგონიანი შემადგენლობა გათვლილი იქნება მინიმუმ 280 მგზავრზე და მოიცავს ბიზნესს, პირველ და მეორე კლასებს. მნიშვნელოვანია, რომ მატარებლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

ნავთობის შესყიდვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში დღგ-ის ასახვის წესი განახლდა

BM.GE

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

თურქეთმა და საუდის არაბეთმა 3,000 მგვტ სიმძლავრის ქარის სადგურებზე შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

ქართული კომპანიების მხრიდან დაინტერესებაა, რომ აქციები უცხოურ საფონდო ბაზრებზე განათავსონ - Galt & Taggart

BM.GE

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

ლიცენზირების გამარტივება არაა საკმარისი, რომ რეპუტაციული ბანკები საქართველოში შემოსვლით დაინტერესდნენ - კეპულაძე

BM.GE