მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ ₾10 იქნება|რა პირობებით გაიცემა პლაჟზე ადგილები იჯარით?
შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ ₾10 იქნება|რა პირობებით გაიცემა პლაჟზე ადგილები იჯარით?

შეზლონგის ფასი გაორმაგდა და მაქსიმუმ ₾10 იქნება|რა პირობებით გაიცემა პლაჟზე ადგილები იჯარით?

BM.GE28 მაისი, 2026, 12:36|bm.ge

წელს, ბათუმში შეზლონგის ფასი მაქსიმუმ 10, ხოლო ქოლგის - 5 ლარი იქნება. ამის შესახებ ელექტრონული აუქციონებიდან ირკვევა, რომელიც პლაჟის მიმდებარე მიწების იჯარით გასაცემად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სეზონთან შედარებით, როდესაც შეზლონგის და ქოლგის ღირებულება მაქსიმუმ 5-5 ლარით იყო განსაზღვრული, შეზლონგის ფასი გაორმაგებულია.

2026 წლის ზაფხულის სეზონისთვის გამოცხადებულია 30-ზე მეტი აუქციონი, რომელზეც სანაპირო ზოლის მართვაზე პასუხისმგებელი სსიპ "ბათუმის ბულვარი" მიწას, 1 ნოემბრამდე, იჯარით გასცემს. აუქციონში გამარჯვებული შეიძლება იყოს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირი.

პირობების თანახმად, მოიჯარე ვალდებულია ქონება მხოლოდ დანიშნულებისამებრ გამოიყენოს. მან იჯარით აღებულ სექტორზე უნდა განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა (შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი), სადაც 1 ერთეული შეზლონგის ღირებულება დღის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო 1 ერთეული ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს. ასევე, უნდა განათავსოს საინფორმაციო ბანერი, სადაც მითითებული იქნება ფასები ქართულ და ინგლისურ ენაზე.

აუქციონები 22 მაისს დაიწყო და 29 მაისს სრულდება. უფრო დეტალურად, გამოცხადებულია:

• ანბანის კოშკის გასწვრივ მარჯვენა მხარეს რეგსტრირებული 1491 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 53 766 ლარია. • სასტუმრო კემპინსკის გასწვრივ მარჯვენა მხარეს, 1199 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 23 786 ლარია. • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს რეგსტრირებული 496 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 10 331 ლარი. • კოლონადების გასწვრივ, რეგსტრირებული 858 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 17 605 ლარი. • თავდადებული ქუჩის გასწვრივ მარცხენა მხარეს, რეგსტრირებული 841 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 50 208 ლარი. • კორტების გასწვრივ, 1007 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 19 395 ლარი. • მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარეს, 300 კვ.მ. და 931 კვ.მ. ჯამში 1231 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 73 343 ლარი. • მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ მარცხენა მხარეს, 926 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 55 181 ლარი. • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გასწვრივ, 1050 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 20 223 ლარი. • არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად (23-ე სექტორი მარჯვენა მხარე), საწყისი ფასი 16 470 ლარი. ასევე, 23-ე სექტორი მარცხენა მხარეს ამავე ღირებულებით. • დელფინარიუმის გასწვრივ მარცხენა მხარეს, 1328 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 26 215 ლარი. • გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარეს, 1038 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 59 914 ლარი. • გრიბოედოვის ქუჩის გასწვრივ მარცხენა მხარე, 1794 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 47 147 ლარი. • ჯავახიშვილის ქუჩის გასწვრივ მარჯვენა მხარეს, 1797 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 166 258 ლარი. • არდაგანის ტბის გასწვრივ, ფეხბურთის სტადიონის წინ მდებარე 31 912 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნაწილის, კერძოდ 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 21 737 ლარი. • რესტორან აჭარული სახლის გასწვრივ, 900 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ელელქტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 113 632 ლარი. • შ. ხიმშიაშვილის N43-ის მოპირდაპირედ, სექტორი 5 მარცხენა მხარეს 1000 კვ.მ. და სექტორი 5-ს შუა ნაწილის მარცხენა მხარეს და მარჯვენა მხარეს თითოეული 1000 კვ.მ. 71 460 ლარი საწყისი ღირებულებით. • 862 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სექტორი 9) ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 88 028 ლარი. • 585 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სექტორი 8 მარჯვენა მხარე) ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 92 278 ლარი. • 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სექტორი 8 მარცხენა მხარე) ელექტრონული აუქციონი. საწყისი ფასი 41 937 ლარი. • 735 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სექტორი 7 მარჯვენა მხარე) ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 33 164 ლარი. • 675 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სექტორი 7 მარცხენა მხარე) ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 56 649 ლარი. • 975 კვ.მ. მიწის ნაკვეთის (სექტორი 6 მარჯვენა მხარე) ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად, საწყისი ფასი 102 258 ლარი. • 800 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (სექტორი 6 მარცხენა მხარე) საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 57 168 ლარი. • საზღვაო შუქურას გასწვრივ მდებარე 730 კვ.მ, 116კვ.მ და 200 კვ.მ. - ჯამში 1046 კვ.მ მიწის ნაკვეთების ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 28 494 ლარი. • კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის გასწვრივ, მარჯვენა მხარეს, 525 კვ.მ მიწის ნაკვეთის ელექტრონული აუქციონი საპლაჟო ინფრასტრუქტურის განსათავსებლად. საწყისი ფასი 10 934 ლარი. • არდაგანის ტბის გასწვრივ, კალათბურთის მოედნის წინ, ასევე მოცეკვავე შადრევნების წინ და შადრევნების გასწვრივ, მარცხენა მხარეს მდებარე 1000-1000 კვ.მ მიწის ნაკვეთის სამი ელექტრონული აუქციონი. ფასი სამივეს შემთხვევაში 26 380 ლარია.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"სარფის" საბაჟოდან 8 200 კგ პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

"სარფის" საბაჟოდან 8 200 კგ პომიდორი ექსპორტიორ ქვეყანაში გააბრუნეს - შემოსავლების სამსახური

BM.GE

ბაუმერის აკადემია ბათუმში - ,,ფრეონზე მომუშავე სისტემები და რეგულაციები”

ბაუმერის აკადემია ბათუმში - ,,ფრეონზე მომუშავე სისტემები და რეგულაციები”

BM.GE

რადგან სახელმწიფო სრულად ფარავს, რამდენია სწავლის საფასური აბიტურიენტისთვის აქტუალური აღარ არის - მიქანაძე

რადგან სახელმწიფო სრულად ფარავს, რამდენია სწავლის საფასური აბიტურიენტისთვის აქტუალური აღარ არის - მიქანაძე

BM.GE

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის

BM.GE