მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, „საოჯახო კალათის“ პლატფორმაში ჩართვას მარკეტებს არავინ ავალდებულებს
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, „საოჯახო კალათის“ პლატფორმაში ჩართვას მარკეტებს არავინ ავალდებულებს

შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, „საოჯახო კალათის“ პლატფორმაში ჩართვას მარკეტებს არავინ ავალდებულებს

BM.GE21 მაისი, 2026, 16:01|bm.ge

ფასების საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილის აცხადებს, რომ „საოჯახო კალათის“ პლატფორმაზე ჩართვას ქსელურ მარკეტებს არავინ დაავალდებულებს, თუმცა დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თითოეულ მოთამაშეს ამ პროცესში თავისუფალ ბაზარზე არსებული კონკურენცია ჩართავს. ასე უპასუხა მან პარლამენტში ჟურნალისტების კითხვას - იქნება თუ არა ყველა ქსელური მარკეტი წარმოდგენილი კონკურენციის სააგენტოს მიერ შექმნილ „საოჯახო კალათის“ პლატფორმაზე .

„ჩვენი ყველას პასუხისმგებლობაა ისეთი სექტორის შექმნა, რომელიც არის გამჭვირვალე, კონკურენტუნარიანი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას საუკეთესო ფასებს სთავაზობს. თავისუფალი ბაზრის უხილავი ხელი თვითონ მუშაობს და საუკეთესო ფასს ქმნის. ჩვენი ამოცანაა, ისეთი სისტემა შევქმნათ, რომელიც იქნება გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და კონკურენტუნარიანი.

ჩვენ თავისუფალი ბაზრის პრინციპით ვმოქმედებთ, არც ერთ მონაწილეს არავინ არაფერს ავალდებულებს, მაგრამ თავისუფალი ბაზრის კონკურენცია, დარწმუნებული ვარ, თითოეულ მოთამაშეს ამ პროცესში ჩართავს“, - განაცხადა ბერეკაშვილმა.

„ქართული ოცნების“ დეპუტატი კონკურენციის სააგენტოს მიერ ამ პლატფორმის შექმნას მიესალმება და თვლის, რომ პლატფორმის შექმნის შედეგად ქსელური მარკეტების ურთიერთობები სისტემურ ხასიათს მიიღებს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო "საოჯახო კალათის" პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების შესახებ საინფორმაციო პორტალს შექმნის. GCCA-ის გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივის ფარგლებში და პარლამენტის სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის დასკვნის საფუძველზე, სააგენტოს დაევალა, მომხმარებლებს ქსელურ მარკეტებში საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ ინფორმაცია ერთ სივრცეში, ელექტრონული კალათის ფორმატში შესთავაზოს.

პროგრამაში ჩართული ქსელები ვალდებული იქნებიან, სააგენტოს ყოველკვირეულად მიაწოდონ ინფორმაცია საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალ საბაზისო პროდუქტებზე არსებული საუკეთესო შეთავაზებებისა და ფასების შესახებ, რომელიც საინფორმაციო პორტალზე პროაქტიურად განახლდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია

ყოფილმა დიპლომატებმა "საქართველოს დიპლომატთა საზოგადოება" დააფუძნეს|მისია

BM.GE

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

BM.GE

„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა

„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა

BM.GE

აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზა ბილეთების რეალიზაციის სისტემის ინტეგრირებაზე მუშაობენ

აზერბაიჯანის და საქართველოს რკინიგზა ბილეთების რეალიზაციის სისტემის ინტეგრირებაზე მუშაობენ

BM.GE