
შრომის ბაზარზე ტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ კადრებზე მოთხოვნა მცირდება - რომელი პროფესიებს ემუქრება საფრთხე?
შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით კი ტექნოლოგიურ სექტორში, ვაკანსიებისა და ტალანტებზე მოთხოვნის შემცირების ტენდენცია ფიქსირდება.
PMCG-ისა და დასაქმების პლატფორმების მონაცემები ადასტურებს, რომ IT სფეროსთან ერთად კლება შეეხო კონტენტის შექმნას, ადმინისტრირებას, მართვასა და ისეთ პოზიციებს, სადაც ადრე სტუდენტებსა თუ ახალკურსდამთავრებულებს ასაქმებდნენ.
Insource-ის მმართველი პარტნიორი, მედია ტაბატაძე აღნიშნავს, რომ ბაზარზე მიმდინარე ცვლილებები მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის დამსახურება არ არის და პროცესზე რამდენიმე კომპლექსური ფაქტორი მოქმედებს.
„პირველ ადგილზე მაინც ალბათ უნდა მოვიაზროთ ეკონომიკური განვითარების ტემპი. შესაძლებლობები და მეორე ადგილზე უკვე შეგვიძლია მოვიაზროთ ხელოვნური ინტელექტი. ტექნოლოგიურ სფეროში უნდა დავამატოთ ისიც, რომ ჩვენს ბაზარზე გავლენას ახდენს გლობალური დასაქმებაც და გლობალური დასაქმება რაკი შენელებულია, შესაბამისად, ჩვენთანაც ვაკანსიების სიმცირე ამან გამოიწვია“ - აცხადებს მედეა ტაბატაძე.
ექსპერტი განმარტავს, რომ AI-ის დანერგვით არსებულ თანამშრომლებს სამუშაოს შესრულების ტემპი გაეზარდათ: „როდესაც ხდება ამ ტექნოლოგიებით სამუშაოს შესრულება, სამუშაოს შესრულების ტემპი გაზრდილია და დამსაქმებლებსაც აქვთ გარკვეული არა მხოლოდ განცდა, არამედ მოცემულობა, რომ სამუშაოები სრულდება იმ რესურსით, რაც დღეს მათ გააჩნიათ“.
ტექნოლოგიური პროგრესისა და AI-ის გაძლიერების ფონზე,რომელ პროფესიებს ემუქრება ჩანაცვლება უახლოეს მომავალში?- მედია ტაბატაძე ამ კითხვაზე საპასუხოდ ყურადღებას „დამწყებ სპეციალისტებზე“ ამახვილებს.
„მე ვფიქრობ, რომ ე.წ. დამწყები სპეციალისტების პოზიციები - ფინანსები, ბუღალტერია, ამ მიმართულებით აუცილებლად შემცირდება მოთხოვნა.
თვითონ ტექნოლოგიების სფეროშიც -პროგრამისტები, ვებგვერდების შექმნაზე გონი ისედაც აღარ ხდებოდა კადრის აყვანა, მაგრამ საერთოდ შეწყდება. მანუალური ტესტერები: ნელ-ნელა შემცირებულია მოთხოვნა და ალბათ შეწყდება. ასევე ანალიტიკოსებიც, CRM-ის ანალიტიკოსები და სხვადასხვა მონაცემთა ბაზების ან სოფტვეარების ანალიტიკოსებიც ნელ-ნელა ძალიან შემცირდებიან“. - განაცხადა ტაბატაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge