მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შსს-მ 42 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოებზე საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა
შსს-მ 42 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოებზე საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა

შსს-მ 42 მილიონი ლარის სამშენებლო სამუშაოებზე საიდუმლო შესყიდვა გამოაცხადა

BM.GE10 ივლისი, 2026, 15:04|bm.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში გამოაქვეყნა ოთხი ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელთა ჯამური ფასიც 42 მილიონ ლარს შეადგენს.

ტენდერების აღწერის თანახმად, პროექტები წარმოადგენს საიდუმლო კატეგორიის შესყიდვას და მასში მონაწილეობა აქვთ მხოლოდ იმ სამშენებლო მიმწოდებლებს, რომელთაც საიდუმლო კატეგორიის შესყიდვებზე მუშაობის სპეციალური უფლება გააჩნიათ.

"წინამდებარე შესყიდვის ელექტრონული პროცედურის დოკუმენტაცია შედგენილია „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის N321 დადგენილების საფუძველზე,"- ნათქვამია ტენდერის აღწერაში.

ტენდერებში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 17 ივლისის ჩათვლით შეეძლებათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE