მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. შვეულმფრენით მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა - TCA Helicopters მიზეზებზე
შვეულმფრენით მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა - TCA Helicopters მიზეზებზე

შვეულმფრენით მომსახურების ფასი 10%-ით გაიზარდა - TCA Helicopters მიზეზებზე

BM.GE20 ივლისი, 2026, 01:00|bm.ge

საქართველოში შვეულმფრენით მომსახურების ტარიფები ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალოდ 10%-ით გაიზარდა. ამის მიზეზად BM.GE-სთან ინტერვიუში ავიაკომპანია TCA Helicopters-ის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლიკა ქორთოშიძე საწვავის, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გაძვირებას ასახელებს.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ბაზარზე, მომსახურების ტარიფებზე გავლენა საოპერაციო ხარჯების ზრდამ მოახდინა, განსაკუთრებით საწვავის, სათადარიგო ნაწილებისა და ტექნიკური მომსახურების გაძვირებამ. შედეგად, მომსახურების ტარიფები საშუალოდ დაახლოებით 10%-ით გაიზარდა“, - განაცხადა ქორთოშიძემ.

მისივე ინფორმაციით, ფასების ზრდის მიუხედავად, ბაზარზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. კომპანიის შიდა მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-ივნისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა 11%-ით გაიზარდა.

"2026 წლის პირველ ნახევარში შვეულმფრენის მომსახურებაზე მოთხოვნა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11%-ით გაიზარდა. წლის პირველ კვარტალში მოთხოვნა განსაკუთრებით სტაბილური იყო, ხოლო მეორე კვარტალში საერთაშორისო ეკონომიკურმა და გეოპოლიტიკურმა პროცესებმა, ასევე ტურიზმის სექტორზე მათმა გავლენამ, ბაზარზე გარკვეული მერყეობა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, საერთო ჯამში ბაზარი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს", – აღნიშნა ქორთოშიძემ.

მისი თქმით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ტურისტულ ფრენებსა და ჩარტერულ მომსახურებაზე ფიქსირდება, თუმცა მნიშვნელოვნად იზრდება გარე საკიდით არაგაბარიტული ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებაც.

"ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ ტურისტულ ფრენებსა და ჩარტერულ მომსახურებაზე ფიქსირდება. ამასთან, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა გარე საკიდით არაგაბარიტული ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირების მიმართულებით. 2025 წელს კომპანიის საერთო საფრენი საათების დაახლოებით 35% სწორედ ამ ტიპის ოპერაციებზე მოდიოდა", – განაცხადა მან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

პატარა ბაზარი, როგორც მთავარი დაბრკოლება: რატომ ამბობენ უარს გლობალური ბრენდები საქართველოში შემოსვლაზე?

BM.GE

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

„არარეზიდენტების საშუალო ჩეკი 50%-ით მაღალია“- რა მაჩვენებლებით დახურა ზაფხული რითეილ სექტორმა?

BM.GE

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატი

BM.GE

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

ბიზნეს სექტორში დასაქმებულების 65% თბილისზე მოდის - საქსტატი

BM.GE