მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - კომიტეტმა ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა
სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - კომიტეტმა ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმები მცირდება - კომიტეტმა ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა

BM.GE22 ივნისი, 2026, 17:41|bm.ge

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს. პროექტის მიხედვით, საგზაო მოძრაობის წესების გარკვეულ დარღვევებზე როგორც ფულადი ჯარიმები, ისე მართვის მოწმობისთვის ჩამოსაკლებელი ქულების რაოდენობა მცირდება.

მომხსენებლის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ სანქციებში.

როგორ იცვლება ჯარიმები სიჩქარის გადაჭარბებაზე?

• 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად დღეს მოქმედი 100 ლარისა). • 30-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: გამოიწვევს 100 ლარით დაჯარიმებას (ნაცვლად დღეს მოქმედი 300 ლარისა). • 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება: განისაზღვრება 300-ლარიანი ჯარიმით.

ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ 100-ქულიან სისტემასაც (იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმას საპატრულო ეკიპაჟი ადგილზე გამოწერს):

• 15-დან 30 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: მძღოლს ჩამოაკლდება 10 ქულა. • 30-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება: მძღოლს ასევე ჩამოაკლდება 10 ქულა (ნაცვლად მოქმედი 20 ქულისა). • 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარის გადაჭარბება: გამოიწვევს 20 ქულის შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ ჯარიმები რომლის მოცულობასაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში შეამცირებს 1-ელი მაისიდან გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილების კიდევ ერთი ნაწილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს გარემოსთვის მიყენებულ ზიანს ეხება. არჩილ გორდულაძის განმარტებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხე-ბუჩქნარის დაზიანება მძღოლის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ნაცვლად დღეს არსებული 5 000 ლარისა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

სიძვირე და იშვიათობა – როგორ იქნება Porsche-ს ახალი სტრატეგია?

BM.GE

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

ენერგეტიკის სექტორისთვის „ბიზნესი განათლებისთვის“ პლატფორმა შეიქმნა

BM.GE

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

Ubisoft-ის თანადამფუძნებელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა

BM.GE

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება

BM.GE