მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სილქ ჰოსფითალითიმ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB China” ქართული გასტრონომია წარადგინა
სილქ ჰოსფითალითიმ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB China” ქართული გასტრონომია წარადგინა

სილქ ჰოსფითალითიმ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „ITB China” ქართული გასტრონომია წარადგინა

BM.GE2 ივნისი, 2026, 12:04|bm.ge

შანხაიში, ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ITB China, საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. გამოფენაზე ქართული სტუმარმასპინძლობისა და გასტრონომიული გამოცდილების წარდგენა საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა, რასაც სილქ ჰოსფითალითი წარმატებით გაუძღვა.

ITB China-ზე საქართველოსთვის განკუთვნილ 400 კვადრატულ მეტრ სივრცეზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ სამი დღის განმავლობაში გასცნობოდნენ ქართულ კულტურას, ფოლკლორს, გასტრონომიასა და ღვინოს.

სილქ ჰოსფითალითიმ 4 დღის განმავლობაში უზრუნველჰყო გამოფენის სტუმრების მასპინძლობა, ჩაატარა ქართული კერძების მასტერკლასები და გალა ვახშმის კულინარიულ ნაწილს გაუძღვა. ღონისძიების ფარგლებში ბრენდ შეფ ირაკლი ასათიანის ხელმძღვანელობით, სილქ ჰოსფითალითის გუნდმა 700 სტუმრისთვის სპეციალურად შექმნილი ქართული მენიუ წარადგინა. მენიუ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის გემოებს აერთიანებდა და 18 კერძისგან შედგებოდა. შანხაიში სილქ ჰოსფითალითის 21 მზარეული სრულად იყო ჩართული როგორც გალა ვახშმის, ასევე გამოფენის ფარგლებში დაგეგმილი სხვა კულინარიული აქტივობების მომზადებაში.

„ჩვენი კომპანიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებაზე სილქ ჰოსფითალითიმ საქართველოს მრავალფეროვანი კულინარიული ტრადიცია წარადგინა. ჩვენმა გუნდმა, ირაკლი ასათიანის ხელმძღვანელობით გამორჩეული ვახშამი მოაწყო. პარალელურად, ჩვენი გუნდის წევრები აქტიურად მონაწილეობდნენ B2B შეხვედრებში ჩინეთის ტურისტულ და სტუმარმასპინძლობის კომპანიებთან. დღეში საშუალოდ 25-მდე შეხვედრა იმართებოდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიკვეთა საქართველოს სტუმარმასპინძლობის, და კერძოდ, სილქ ჰოსფითალითის ტურისტული და გასართობი ინფრასტრუქტურის მიმართ. იმედი გვაქვს, კომერციული შედეგები კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება მას შემდეგ, რაც ტურისტული ნაკადები გაიზრდება“, — დავით რაფავა, სილქ ჰოსფითალითის აღმასრულებელი დირექტორი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ წარმატებით ვუმასპინძლეთ ITB China-ს ათასობით სტუმარს. ამ წარმატების უკან სილქ ჰოსფითალითის გუნდის ძალიან დიდი შრომა დგას. განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ ადამიანების, რომლებიც 72 საათის განმავლობაში შეუჩერებლად მუშაობდნენ იმისთვის, რომ აქ მოსული სტუმრებისთვის ქართული კულტურა და გასტრონომია ღირსეულად წარედგინათ“, — ელენე მაჭავარიანი, სილქ ჰოსფითალითის საოპერაციო დირექტორი.

„ვეცადეთ, სტუმრებისთვის საინტერესო კერძები შეგვერჩია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან. შანხაიში სილქ ჰოსფითალითის 21 მზარეული სრულად იყო ჩართული სამზადისში. გალა ვახშმის მრავალფეროვანი მენიუ 18 კერძისგან შედგებოდა და ამ მენიუთი 700 სტუმარს გავუმასპინძლდით “, — ირაკლი ასათიანი, სილქ ჰოსფითალითის ბრენდ შეფი.

სილქ ჰოსფითალითის მონაწილეობა ITB China-ზე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქართული სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო მნიშვნელობას და ქვეყნის შესაძლებლობას, მსოფლიო აუდიტორიას გააცნოს არა მხოლოდ ტურისტული მიმართულებები, არამედ ქართული კულტურა, გასტრონომია და მასპინძლობის უნიკალური გამოცდილება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

EU მიგრაციის შესახებ ყველაზე მკაცრ კანონს იღებს, რომელიც ე.წ. "დაბრუნების ჰაბებსაც" მოიცავს

EU მიგრაციის შესახებ ყველაზე მკაცრ კანონს იღებს, რომელიც ე.წ. "დაბრუნების ჰაბებსაც" მოიცავს

BM.GE

თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის გრძელდება კვლევითი სამუშაოები - მთავრობის ანგარიში

თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობისთვის გრძელდება კვლევითი სამუშაოები - მთავრობის ანგარიში

BM.GE

TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები

TBC x Miro - თანამშრომლობა და ინოვაციური პროცესები

BM.GE

გამოვლენილია საქართველოს 366 მოქალაქე, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი „ქეისები“ შეუკვეთეს - პროკურატურა

გამოვლენილია საქართველოს 366 მოქალაქე, რომლებმაც აშშ-ში თავშესაფრისთვის ყალბი „ქეისები“ შეუკვეთეს - პროკურატურა

BM.GE