მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 19:48|bm.ge

სილქნეტის შვილობილი კომპანია, Silk Cloud-ი, საქართველოში NVIDIA Blackwell

Ultra-ს ინფრასტრუქტურის დანერგვას აანონსებს. ინვესტიცია სუვერენული ხელოვნური ინტელექტის (AI) ინფრასტრუქტურის შექმნის პირველი ეტაპია. პროექტი ორგანიზაციებს, ბიზნესებს, სტარტაპებსა და მკვლევრებს მსოფლიო დონის გამოთვლით რესურსებზე მისცემს წვდომას, რაც მათ მოწინავე ხელოვნური ინტელექტის მოდელების სწავლებასა და გამოყენებაში დაეხმარება. ინფრასტრუქტურა HPE-ის NVIDIA HGX B300 სისტემების ბაზაზე აშენდება. მისი ამოქმედება კი, საჭირო ნებართვების მიღების შემდეგ, 2027 წელს იგეგმება.

პროექტის ფარგლებში, Silk Cloud-ისა და ახალი ინფრასტრუქტურის დახმარებით, ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისთვის საჭირო სერვისებით ისარგებლონ და AI მოდელები პრაქტიკაში დანერგონ; განავითარონ ქართულენოვანი დიდი ენობრივი მოდელები და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული აპლიკაციები.

საქართველოში AI გამოთვლითი ინფრასტრუქტურის შექმნით, სილქნეტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში ხელოვნური ინტელექტის ეკოსისტემის განვითარებას და ორგანიზაციებისთვის მონაცემების ადგილობრივად განთავსების შესაძლებლობის შექმნას, რაც მათ მონაცემთა ადგილმდებარეობასთან (data residency) დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაში დაეხმარება.

გიორგი რამიშვილი, Silk Road Group-ის თავმჯდომარე: „ეს ინვესტიცია პირველი ნაბიჯია იმ შესაძლებლობების შესაქმნელად, რომლებიც საქართველოს განვითარებად გლობალურ AI ეკონომიკაში პოზიციონირებაში დაეხმარება და საშუალებას მისცემს, თავადაც გახდეს იმ ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელსაც ეს ეკონომიკა ეყრდნობა.”

დავით მამულაიშვილი, სილქნეტის გენერალური დირექტორი : „საქართველოს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, არა მხოლოდ გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი, არამედ თავადაც შექმნას იგი. ეს ქვეყნის კონკურენტუნარიანობას, ინოვაციების ტემპსა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების შექმნას შეუწყობს ხელს.”

საქართველოში პირველი NVIDIA Blackwell Ultra სისტემის დანერგვა სილქნეტის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მოწინავე ციფრული და AI განვითარების ხელშეწყობასა და კომპანიის ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაძლიერებას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

რაჭაში 1300-მდე მევენახემ ₾19 მილიონის შემოსავალი მიიღო - როგორ მიმდინარეობს რთველი რეგიონში?

BM.GE

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

სიმულაციური სათხილამურო სივრცე - თიბისი ლიზინგი „სქი ქლაბ ჯორჯია“-ს მხარდამჭერია

BM.GE

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

9 თვეში ბათუმის აეროპორტის მგზავრთნაკადი 10%-ით 1 098 027-მდე გაიზარდა | TAV Georgia

BM.GE

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE