მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „სიმძლავრეები მხოლოდ 30%-ით არის დატვირთული“ - „ფოლადის სახლი“ სახელმწიფოსგან ადგილობრივი წარმოების დაცვას ითხოვს
„სიმძლავრეები მხოლოდ 30%-ით არის დატვირთული“ - „ფოლადის სახლი“ სახელმწიფოსგან ადგილობრივი წარმოების დაცვას ითხოვს

„სიმძლავრეები მხოლოდ 30%-ით არის დატვირთული“ - „ფოლადის სახლი“ სახელმწიფოსგან ადგილობრივი წარმოების დაცვას ითხოვს

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 13:34|bm.ge

ქართულ სამშენებლო მასალების ბაზარზე მოქმედი კომპანია „ფოლადის სახლი“, რომელიც 2014 წლიდან ოპერირებს და ადგილობრივ წარმოებას ავითარებს, არსებული საწარმოო სიმძლავრეების სრულად ათვისებას ვერ ახერხებს. კომპანიის დამფუძნებლის, ზეზვა სალთხუციშვილის განცხადებით, ინფრასტრუქტურული ზრდის მიუხედავად, ადგილობრივი საწარმოო სიმძლავრეები დღეს მხოლოდ დაახლოებით 30%-ით არის დატვირთული.

მისი განმარტებით, მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი იმპორტირებული საქონლის წნეხი, მეზობელი ქვეყნების სუბსიდირების პოლიტიკა და ბაზარზე არსებული უთანაბრო კონკურენციაა:

• თურქული ბაზრის სუბსიდირება: თურქი მწარმოებლები საკუთარი სახელმწიფოსგან სუბსიდირებით სარგებლობენ, რაც მათ ქართულ კომპანიებთან შედარებით ბევრად უპირატეს მდგომარეობაში აყენებს — განსაკუთრებით იმ რეალობაში, როდესაც საქართველოს ნედლეულის შეძენა თავად უწევს მეზობელი ბაზრებიდან. • ხარისხობრივი მანიპულაციები: მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილი პროდუქცია ხშირად მასალის სისქეების მინიმუმამდე დაყვანით ცდილობს დაბალი ფასისა და კონკურენტუნარიანობის მოპოვებას.

ადგილობრივი წარმოების პოტენციალი და იმპორტის წნეხი: რა გამოწვევებზე საუბრობს "ფოლადის სახლის" დამფუძნებელი

სალთხუციშვილი აღნიშნავს, რომ ანალოგიური საფრთხეებისგან საკუთარი ინდუსტრიის დასაცავად მკაცრი შეზღუდვები, კვოტირების სისტემები და სპეციალური სანქციები უკვე დააწესეს ევროკავშირმა, აშშ-მა და კანადამ.

"ჩვენც აუცილებლად გვჭირდება მსგავსი მხარდაჭერა, რათა ქარხნები ამუშავდეს - და აქ მარტო "ფოლადის სახლის" წარმოებას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმ დანადგარებსაც, რომლებიც ჩემს კოლეგებს ჯერ კიდევ 2012 წელს აქვთ შეძენილი და დღემდე უჭირთ მათი სრულად დატვირთვა. არმატურასთან მიმართებით ჩვენმა ქვეყანამ ეს ნაბიჯი უკვე გადადგა და დღეს ამ სეგმენტის მწარმოებელი კომპანიები დაცულია, თუმცა ჩვენს მიმართულებებს ახლა სასწრაფო დახმარება სჭირდება.

ზუსტად ამ კომუნიკაციას ველოდებით მოუთმენლად, რომ დაგვიძახონ და გვკითხონ, რა გვჭირდება და რაშია საჭირო დახმარება. ჩვენ დეტალურად ავუხსნით, რა პრობლემები არსებობს სექტორში და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ წარმოებები - როგორც ჩვენი, ისე ჩვენი კოლეგების - სრულად დაიტვირთოს და განვითარდეს. მხოლოდ ამ ეტაპის გავლის შემდეგ გვექნება იმ მოცულობის ნაწარმი, რომლის მასშტაბურ ექსპორტზე გატანასაც შევძლებთ".

გარე გამოწვევების მიუხედავად, კომპანიაში აქტიურად მიმდინარეობს საწარმოო პროცესების ათვისება და პერსონალის გადამზადება. "ფოლადის სახლი" 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. დამფუძნებლის თქმით, წლების განმავლობაში მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან მუშაობის შედეგად, კომპანიამ უკვე შეძლო ადგილობრივი პროფესიონალების აღზრდა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს დამოუკიდებლად მართავენ.

ამ ეტაპზე პროდუქციის გარკვეული ნაწილი ექსპორტზე სომხეთსა და აზერბაიჯანში გადის, თუმცა კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, თანაბარი კონკურენციის პირობებში, ევროპულ ბაზარზეც შევიდეს:

"ორი წელი ვსწავლობდით, თუ რა ტიპის დანადგარები უნდა გვეყიდა, რა მოცულობისა და სტანდარტის პროდუქტი უნდა შეგვექმნა. ეს შევძელით - დღეს ვუშვებთ მაღალი ხარისხის პროდუქციას და მზად ვართ, მათ შორის ევროპის ბაზარსაც მივაწოდოთ. დღეს ორ პრობლემას ერთდროულად ვებრძვით: ერთი მხრივ, ვუმკლავდებით იმპორტის წნეხს, ხოლო მეორე მხრივ - ვსწავლობთ ამ პროდუქციის მაღალი სისწრაფით გამოშვებას. ხარისხი უკვე უმაღლეს დონეზეა, ახლა კი მივალთ იქამდე, რომ ამ ჩვენს "სპორტულ მანქანას" მაქსიმალური სისწრაფით ვმართავთ. თუმცა ამისთვის აუცილებელია ბაზარზე ბრძოლის თანაბარი პირობების არსებობა", - აცხადებს ზეზვა სალთხუციშვილი "ბიზნესის კვირეულთან".

„ფოლადის სახლი“ თვის ჭრილში 5 000 ტონამდე პროდუქციას ამუშავებს და 300-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. კომპანიის საწარმოო პორტფელი ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს: სახურავების, მილკვადრატების, არმატურის ბადეებისა და მეტალის ნაკეთობების დამზადებას. კომპანიას სამი წარმოება უკვე სრულად აქვს გამართული, ხოლო ორი მიმართულება გაშვების პროცესშია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ითხოვს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 43 სტატია.

  • დავით ნარიმანიძის მკლელობა - ოჯახი არასრულწლოვანთა შეწყალების სტატისტიკის გასაჯაროებას ითხოვსტვ პირველი
  • „კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს პროპაგანდისთვის იყენებს“ – ევროპარლამენტარი სანქციებს ითხოვსფორმულა
  • ბელგიის პრემიერი გადადგომას ითხოვს - ქვეყანაში, შესაძლოა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნოსრუსთავი 2
  • სააკაშვილი ითხოვს, დაასწრონ ოპოზიციის აკრძალვის საქმესნეტგაზეთი
ითხოვს →სახლის →დაცვის →

მსგავსი სტატიები

"საქართველოს რკინიგზაში" ინჟინრული ხედვის ნაკლებობაა, რაც საოპერაციო შეფერხებებს იწვევს - ბაქარ გეწაძე

"საქართველოს რკინიგზაში" ინჟინრული ხედვის ნაკლებობაა, რაც საოპერაციო შეფერხებებს იწვევს - ბაქარ გეწაძე

BM.GE

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

BM.GE

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

BM.GE