მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მთავრობამ ₾114.6 მილიონის უცხოური გრანტის მიღებაზე ნებართვა 215 განაცხადზე გასცა | რამდენია მომლოდინე?
მთავრობამ ₾114.6 მილიონის უცხოური გრანტის მიღებაზე ნებართვა 215 განაცხადზე გასცა | რამდენია მომლოდინე?

მთავრობამ ₾114.6 მილიონის უცხოური გრანტის მიღებაზე ნებართვა 215 განაცხადზე გასცა | რამდენია მომლოდინე?

BM.GE21 ოქტომბერი, 2026, 22:23|bm.ge

2025 წლის 1 ოქტომბრიდან მიმდინარე წლის 16 ოქტომბრამდე მთავრობამ უცხოური გრანტების მიღებაზე 330 საგრანტო განაცხადი მიიღო და 215 დააკმაყოფილა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციიდან bm.ge-ის კითხვების საპასუხოდ განუცხადეს.

საქმე ის არის, რომ 2 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანის განაცხადა, რომ უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით მთავრობის თანხმობის გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%, თუმცა ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ მას არ დაუკონკრეტებია სულ რამდენი განაცხადი იყო შესული გრანტის მიღებაზე და რამდენი დაკმაყოფილდა. მთავრობის მიერ გრანტების დადასტურების შესახებ უფრო მეტი დეტალის მისაღებად BM.GE-მ მთავრობის ადმინისტრაციას კითხვებით მიმართა.

„2025 წლის 1 ოქტომბრიდან 2026 წლის 16 ოქტომბრის ჩათვლით, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის 5 მუხლისა და „უცხოური გრანტის გამცემის 1 (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესისა და პირობების

დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 7 ივლისის №250 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს მთავრობას განსახილველად წარედგინა 330 საგრანტო განაცხადი. წარმოდგენილი საგრანტო განაცხადებიდან, საანგარიშო პერიოდში გადაწყვეტილება მიღებულია 239 განაცხადზე“ - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

მათივე ინფორმაციით, მთავრობამ გრანტის მიღებაზე უარი 13 განმცხადებელს უთხრა, 215-ს კი დაუდასტურა. 11 საგრანტო განაცხადი კი კანონმდებლობის შესაბამისად მთავრობის შეთანხმების პროცედურისგან გათავისუფლდა.

დღეისთვის განხილვისა და ადმინისტრაციული წარმოების პროცესში 88 საგრანტო განაცხადია.

„დამატებით, დონორის მიერ გაწვეულ იქნა 2 საგრანტო განაცხადი, ხოლო კანონმდებლობის მოთხოვნის თანახმად, შესაბამის სამინისტროს, კომპეტენციის ფარგლებში, გადაეგზავნა 1 საგრანტო განაცხადი“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილ პასუხში.

მთავრობის ადმინისტრაციაში არ პასუხობენ BM.GE-ის კითხვას დამტკიცებული გრანტების ინდივიდუალური მოცულობების შესახებ და განმარტავენ: „ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია არ ამუშავებს ინფორმაციას ინდივიდუალური საგრანტო განაცხადების ფინანსური ოდენობის შესახებ.

საქართველოს მთავრობის მიერ გრანტის გაცემაზე თანხმობის მიცემის უმთავრესი წინაპირობაა საგრანტო პროექტის მიზნების, ფინანსური სახსრების გამოყენების მიმართულებებისა და მოსალოდნელი შედეგების თავსებადობის დადგენა სამთავრობო პროგრამასთან, საქართველოს მთავრობის ძირითად სტრატეგიულ დოკუმენტებთან და ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებთან".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 115 სტატია.

  • ოცნების მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გელა ჭიღლაძის საქმე წააგოფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • ის, რომ დღეს მშვიდად ვსხედვართ, იმ გონივრული კონცეფციისა და მიდგომის დამსახურებაა, რომელიც გააჩნია საქართველოს მთავრობას, ამის განმახორციელებელი კი ზუსტად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ჩვენი დიპლომატები არიან - გიორგი ზურაბაშვილირუსთავი 2
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →მილიონის →მიღება →

მსგავსი სტატიები

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

ჯივიპიმ სემეკს 2022–2026 წლების ანგარიში და Aqualia-ს მმართველობის შედეგები წარუდგინა

BM.GE

დაახლოებით სამი კვადრატულის ფასია ის თანხა, რასაც ხელისუფლება დევნილებს სთავაზობს - ნუკრი ნოდია

დაახლოებით სამი კვადრატულის ფასია ის თანხა, რასაც ხელისუფლება დევნილებს სთავაზობს - ნუკრი ნოდია

BM.GE

კრიტიკული დარღვევები და ვადაგასული პროდუქცია - სეს-მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა/შეაჩერა

კრიტიკული დარღვევები და ვადაგასული პროდუქცია - სეს-მა რამდენიმე კომპანია დააჯარიმა/შეაჩერა

BM.GE

ევროპარლამენტმა მგზავრთა უფლებების დასაცავად წესები გაამკაცრა

ევროპარლამენტმა მგზავრთა უფლებების დასაცავად წესები გაამკაცრა

BM.GE