მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სინგაპურულ კომპანიებთან ინვესტიციების და ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალია - ირაკლი ნადარეიშვილი
სინგაპურულ კომპანიებთან ინვესტიციების და ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალია - ირაკლი ნადარეიშვილი

სინგაპურულ კომპანიებთან ინვესტიციების და ტექნოლოგიების გაცვლის კუთხით თანამშრომლობის დიდი პოტენციალია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE26 ოქტომბერი, 2026, 19:20|bm.ge

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილის განცხადებით, სინგაპურულ კომპანიებთან თანამშრომლობის ძალიან დიდი პოტენციალი არსებობს, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით, - ამის შესახებ ირაკლი ნადარეიშვილმა სინგაპურში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა, სადაც ის აზიის ერთ-ერთ უმსხვილეს ტექნოლოგიურ ფორუმში SWITCH (სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეული) მონაწილეობს.

ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, სინგაპურში ვიზიტისას გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ირაკლი ნადარეიშვილმა მხარეებს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით მიმდინარე რეფორმები დეტალურად გააცნო.

„სინგაპურის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კვირეულში მონაწილეობის ფარგლებში გავმართეთ ორმხრივი შეხვედრები ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის მინისტრთან, ასევე სააგენტოსთან „აწარმოე სინგაპურში“, სადაც მიმოვიხილეთ როგორც მიმდინარე, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან საინტერესო პერსპექტივები. გავაცანით მხარეებს ის რეფორმები, რომელიც ხორციელდება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მათ შორის საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით საქართველოში“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, ინოვაციური ეკოსისტემების ხელშეწყობა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული მიმართულებაა.

„ის რეფორმა, რომელიც მიმდინარეობს ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით და ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, სადაც საქართველოს მთავრობა ძალიან აქტიურად მუშაობს როგორც პოლიტიკის ნაწილში, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერის ნაწილში, იმისათვის, რომ საქართველო ჩამოყალიბდეს - და ამ პროცესს ჩვენ ვაკვირდებით უკვე - რეგიონულ ჰაბად ინოვაციური სტარტაპ ეკოსისტემის მიმართულებით, ტექნოლოგიური კომპანიების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მანვე ყურადღება გაამახვილა სინგაპურულ კომპანიებთან თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე, როგორც ინვესტიციების, ასევე ტექნოლოგიების გაცვლის მიმართულებით.

“ცენტრალური დერეფნის განვითარების კვალდაკვალ ის მომსახურებები, ის სერვისები, ციფრული მიდგომები, ციფრული განვითარება არის ერთ-ერთი პრიორიტეტი, სადაც ჩვენ ძალიან დიდ ასპარეზს ვხედავთ სინგაპურულ მხარესთან თანამშრომლობის“, - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

400-მდე სამედიცინო სერვისზე 100%-ზე მეტი ფასნამატია - მონიტორინგი წლის ბოლომდე დასრულდება|ლექვინაძე

BM.GE

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

GPC-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები სპეციალური შეთავაზებით ისარგებლებენ

BM.GE

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

კაკლის გადამმუშავებელი ყველაზე მსხვილი საწარმო საქართველოში - თიბისის მხარდაჭერით, მშენებლობა წელს დასრულდება

BM.GE

სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე

სინგაპურში მიღწეული შეთანხმებებით ქართული სტარტაპ სისტემა საინტერესო მექანიზმებით ისარგებლებს - ავთანდილ კასრაძე

BM.GE