მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა
SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ $1 ტრილიონს გადააჭარბა

BM.GE28 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, SK Hynix-ის საბაზრო კაპიტალიზაციამ, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $1 ტრილიონს გადააჭარბა.

აღსანიშნი ფაქტია, რომ კომპანია შეუერთდა თავის მეტოქეებს, სამხრეთკორეულ Samsung Electronics-სა და ამერიკულ Micron Technology-ს, რომლებმაც ამ ნიშნულს მიმდინარე თვეში მიაღწიეს.

რაც შეეხება მკვეთრი ზრდის მიზეზს, ის უკავშირდება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე ორიენტირებული მონაცემთა ცენტრების მხრიდან მაღალი ტექნოლოგიების მეხსიერების ბარათების გააქტიურებულ შესყიდვას. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე ბაზარზე მიწოდების დეფიციტი გაჩნდა, SK Hynix-მა კი საკუთარ პროდუქციაზე ფასები გააორმაგა და, შესაბამისად, შემოსავლებიც მკვეთრად გაზარდა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ მიმდინარე კვარტალში სამხრეთ კორეული გიგანტი ფასებს დამატებით 63%-მდე გაზრდის.

ცნობისთვის, აზიაში სულ სამი კომპანია არსებობს, რომლებმაც $1-ტრილიონიან ზღვარს გადააბიჯეს. ამ ლიდერთა შორის ერთ-ერთი ტაივანური TSMC-ია. სამხრეთ კორეა კი აშშ-ის მიღმა პირველი ქვეყანა გახდა, რომლის ორმა ან მეტმა კომპანიამაც შეძლო ტრილიონიანთა ჯგუფში მოხვედრა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE