მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე
„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

„ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საუბარი იქნებოდა“ – ემბრიოლოგი სუროგაციის აკრძალვაზე

BM.GE22 ნოემბერი, 2026, 23:39|bm.ge

სუროგაციის სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი შეიქმნას - ამის შესახებ პათოლოგანატომმა და ემბრიოლოგმა ნინო მუსერიძემ TV პირველთან ინტერვიუში განაცხადა. მისი შეფასებით, აკრძალვა არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს და პროცესის არალეგალურ სივრცეში გადასვლის რისკს შექმნის.

მუსერიძე მმართველი გუნდის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია სუროგაციის პროგრამების ხარისხისა და უსაფრთხოების გაუმჯობესება. მისი თქმით, ამის მიღწევა აკრძალვით კი არა, შესაბამისი საკანონმდებლო და სამედიცინო რეგულაციების შემუშავებით არის შესაძლებელი.

„როგორც რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენელი, მივესალმები დისკუსიას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავაუმჯობესოთ სუროგაციის პროგრამების ხარისხი და უსაფრთხოება. მიმაჩნია, რომ სრული აკრძალვის ნაცვლად სფერო უნდა დარეგულირდეს და სამედიცინო მომსახურების მაღალი სტანდარტი შეიქმნას“, - ამბობს მუსერიძე.

ემბრიოლოგის განმარტებით, სუროგაცია მკურნალობის ერთ-ერთი მეთოდია და მისი აკრძალვა იმ პაციენტებსაც შეუზღუდავს შვილის გაჩენის შესაძლებლობას, რომელთათვისაც ეს ერთადერთი სამედიცინო გამოსავალია. ამასთან, მისი შეფასებით, აკრძალვა ვერ უზრუნველყოფს პროცესის უსაფრთხოებას და შესაძლოა, პირიქით, არსებული პრაქტიკა უფრო გაუმჭვირვალე გახადოს.

„აკრძალვა გამოსავალი არ არის, რადგან ეს მკურნალობის მეთოდია და არ შეიძლება ამ სფეროზე ისაუბრო, რომ ბავშვისთვის რაღაც პრობლემა იქმნება. ყველაფერი უნდა რეგულირდებოდეს - აკრძალვა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ პროცესი მიწისქვეშეთში არ გადავიდეს და კიდევ უფრო ცუდად არ მოხდეს ყველაფერი, რაც ახლა კანონის ფარგლებში კეთდება“, - აცხადებს იგი.

ნინო მუსერიძის თქმით, სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან რეპროდუქციული მედიცინის სფეროს წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად სწორედ ამ მიმართულებით რეგულაციების შემუშავებაზე მუშაობდნენ.

მისი განმარტებით, შესაბამის შეხვედრაზე ასოციაციების წარმომადგენლებმა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები განიხილეს. მუსერიძის თქმით, მომზადებული რეკომენდაციები სფეროში არსებულ პრობლემებსა და ხარვეზებს ითვალისწინებდა და მათ საფუძველზე რეგულირების კონკრეტული მექანიზმების შექმნა იგეგმებოდა.

„ეს გადაწყვეტილება ძალიან გამიკვირდა, რადგან ორი დღის წინ შეხვედრა მქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც ასოციაციების პრეზიდენტები შევიკრიბეთ. შეხვედრა იყო გაეროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ისეთი კარგი რეკომენდაციები გვაქვს რეგულაციებისთვის, არც მიფიქრია, რომ აკრძალვაზე საერთოდ საუბარი იქნებოდა - ყველა მტკივნეული თემა და ხარვეზი, რაც ამ სფეროში არსებობს, გავითვალისწინეთ და გავწერეთ“, - აღნიშნავს ემბრიოლოგი.

საპარლამენტო უმრავლესობამ საქართველოში სუროგაციის სრულად აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, უმრავლესობის სხდომაზე მიიღო. როგორც კირცხალიამ განაცხადა, საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვთ საპატრიარქოსთან და შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დაინიცირდება. ამავდროულად, მისი განმარტებით, ე.წ. ინვიტრო განაყოფიერება არ აიკრძალება, თუმცა მკაცრი რეგულირების ქვეშ დარჩება და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აკრძალვის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • ირაკლი კირცხალია: საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთფორმულა
  • საკონსტიტუციოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის სარჩელის განხილვა დღეს გაგრძელდებატვ პირველი
  • ომბუდსმენი ოპოზიციის აკრძალვის სარჩელზე საკონსტიტუციოს „სასამართლოს მეგობრის“ მოსაზრებით მიმართანეტგაზეთი
  • "ჩვენ ვერ გავემიჯნებოდით იმას, რაც ჩვენთან კავშირში არ იყო" - ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში 5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვაზერუსთავი 2
აკრძალვის →

მსგავსი სტატიები

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

სხვადასხვა ქვეყნებში ამ პრაქტიკამ საერთოდ არ იმუშავა - ლაშა დარბაისელი ლუწ-კენტ ნომრიანი ავტომობილების შეზღუდვაზე

BM.GE

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?

BM.GE

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

10 თვეში საქართველომ რეკორდული $1.6 მილიარდის ნავთობპროდუქტები შეიძინა - რომელი ქვეყნებიდან

BM.GE

„აბონემენტების გაძვირება აქამდეც უნდა მომხდარიყო“ – კურორტ „გოდერძის“ ყოფილი მენეჯერი

„აბონემენტების გაძვირება აქამდეც უნდა მომხდარიყო“ – კურორტ „გოდერძის“ ყოფილი მენეჯერი

BM.GE