მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება|დეტალები
სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება|დეტალები

სკოლებს ახალი სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება|დეტალები

BM.GE13 აგვისტო, 2026, 17:57|bm.ge

ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლებს სასკოლო სახელმძღვანელოები უახლოეს დღეებში მიეწოდება. ამის შესახებ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს "საგანმანათლებლო რესურსები" იტყობინება.

როგორც უწყება წერს, 2026-2027 სასწავლო წელს I, V, VII, IX და X კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან. თუმცა საუბარია საგნების ნაწილზე.

"შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ინიცირებული 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება.

ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1 533 339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1 340 044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა",- იტყობინება შპს "საგანმანათლებლო რესურსები".

საუბარია შემდეგ სახელმძღვანელოებზე: ქართული ენისა და ლიტერატურის I კლასის, VII და IX კლასების სახელმძღვანელოებზე. ასევე იცვლება მათემატიკის I, V, VII და X კლასების წიგნები, ბიოლოგიის, ფიზიკის, ქიმიის, ისტორიის და გეოგრაფიის VII და X კლასების სახელმძღვანელოები.

ცნობისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს საფასურის, აგრეთვე მისი რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე ახალი ბრძანება მინისტრმა 12 აგვისტოს გამოსცა. ბრძანების მიხედვით, სახელმძღვანელოების ტრანსპორტირებას რეალიზაციის პუნქტებამდე ან/და საგანმანათლებლო რესურსცენტრებამდე/სკოლებამდე უზრუნველყოფს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“, საამისოდ გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით.

სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

• საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს; • კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის 1-ელი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია; • ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, სადაც სწავლება ქართულ ენაზე ხორციელდება; • ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II–XI კლასებისთვის გადაეცემათ; • კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს - მხოლოდ „დედაენის“ სახელმძღვანელოები; • კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან; • სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს - მოთხოვნის შესაბამისად.

სხვა შემთხვევაში, განისაზღვრა ფასები თითოეული სახელმძღვანელოს შემთხვევაში, რომლის რეალიზება შესაძლებელი იქნება შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ განსაზღვრული ფიზიკური სივრციდან/სივრცეებიდან – რეალიზების პუნქტებიდან ან/და შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდიდან ონლაინ გაყიდვის საშუალებით. ფასები 3-დან 7 ლარამდე მერყეობს.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი ივნისში გამოაცხადა. ტენდერში გაიმარჯვა კომპანია "ფავორიტი სტილმა", რომელმაც სახელმძღვანელოები 4 997 709 ლარად დაბეჭდა. ხელშეკრულება დაბეჭდილი მოსწავლის წიგნების, რვეულებისა და მასწავლებლის წიგნების ბეჭდვასა და მიწოდებას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ზოგადი განათლების შესახებ კანონში მიმდინარე წელს შეტანილი ცვლილებების თანახმად, განათლების სამინისტრო შექმნის ყველა საგნის და კლასის სახელმძღვანელოს, რომელიც იქნება ყველასთვის ერთი, რაც სკოლებს მოსწავლეებისთვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაეცემათ. თუმცა, როგორც განათლების მინისტრმა განაცხადა, ეს პროცესი 2028 წლისთვის დასრულდება.

სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები 2028-2029 სასწავლო წლამდე ეტაპობრივად დაინერგება - კანონპროექტი

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის

განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკის და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის

BM.GE

ცინცაძის თქმით, ექსპორტის 30%-იანი ზრდა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია

ცინცაძის თქმით, ექსპორტის 30%-იანი ზრდა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია

BM.GE

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

BM.GE

რა ზომისაა Panamax-ის, Post Panamax-ის და Bosphorus Max-ის კატეგორიის გემები, რომლებიც ანაკლიის პორტმა უნდა მიიღოს

რა ზომისაა Panamax-ის, Post Panamax-ის და Bosphorus Max-ის კატეგორიის გემები, რომლებიც ანაკლიის პორტმა უნდა მიიღოს

BM.GE