
Skydance-ი, რომელმაც Warner Brothers-ი შეიძინა, დღეს NYSE-ს ბირჟაზე დაილისტა
ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე მედიაკომპანია Skydance-ის აქციებით ვაჭრობა ოფიციალურად დაიწყო.
ახალი გიგანტი Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ის მასშტაბური შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდები სავაჭრო პლატფორმაზე SKYD-ის ტიკერით გამოჩნდა და ინვესტორთა მხრიდან მნიშვნელოვანი ინტერესი დაიმსახურა.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანია მიზნად შემოქმედებითი ხედვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით ახალი თაობის გლობალური გასართობი პლატფორმის შექმნას ისახავს. კომპანიის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, მულტიმილიარდერ ლარი ელისონის შვილმა, დევიდ ელისონმა NYSE-ზე დალისტვას მთელი ინდუსტრიისთვის „ისტორიული“ მოვლენა უწოდა. მისი განცხადებით, ახალი მედიაგიგანტი საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და მაყურებლისთვის მასშტაბური პროექტების შეთავაზებას გეგმავს.
შეგახსენებთ, Paramount-ისა და Warner Bros. Discovery-ის გაერთიანების შედეგად მსოფლიო კინოინდუსტრიაში ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი ჩამოყალიბდა. გარიგების ჯამურმა მოცულობამ $108 მილიარდი შეადგინა.
BM.GE
წყარო: bm.ge