მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ მცენარეების დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა
სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ მცენარეების დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის ლაბორატორიამ მცენარეების დაავადებების დიაგნოსტიკის საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 19:45|bm.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით საერთაშორისო შეფასება წარმატებით გაიარა. სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიამ ყველა შეფასების კრიტერიუმში 100%-იანი შედეგი მიიღო.

2026 წელს ჩატარებული ლაბორატორიათაშორისი შედარება ვაშლის მოზაიკის ვირუსისა და ქლიავის ჩოფურა ვირუსის ELISA მეთოდით გამოვლენას ეხებოდა.

შედარება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობისა და ტესტირების ცენტრალური ინსტიტუტის ორგანიზებით, ჩეხეთის მცენარეთა მავნებლების დიაგნოსტიკის ეროვნული რეფერენს-ლაბორატორიის მონაწილეობით ჩატარდა.

"შეფასების ფარგლებში შემოწმდა კვლევის შედეგების სიზუსტე, მგრძნობელობა და სპეციფიკურობა. სამივე კრიტერიუმში ლაბორატორიამ უმაღლესი, 100%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა.

მიღებული შედეგი ადასტურებს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში მცენარეთა ვირუსული დაავადებების დიაგნოსტიკა საერთაშორისო შედარების მოთხოვნებს სრულად შეესაბამება. ეს ლაბორატორიის პროფესიული კომპეტენციისა და კვლევების ხარისხის მნიშვნელოვანი დასტურია.

ლაბორატორიათაშორის შედარებებში მონაწილეობა კვლევების ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია. ის ლაბორატორიებს შესაძლებლობას აძლევს, შეამოწმონ კვლევის შედეგების სიზუსტე და სანდოობა, ასევე შეაფასონ გამოყენებული მეთოდებისა და ხარისხის მართვის სისტემების ეფექტიანობა.

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის დეპარტამენტი 100-ზე მეტი სახეობის ლაბორატორიულ კვლევას ატარებს. აღნიშნული კვლევები ხელს უწყობს მცენარეთა დაავადებებისა და მავნე ორგანიზმების დროულ გამოვლენას, მცენარეთა ჯანმრთელობის დაცვასა და აგროსექტორში არსებული რისკების შემცირებას", - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შეფასება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • “ოცნება” არჩევნების შედეგების გასაჩივრებას კრძალავს” – 3 სამოქალაქო ორგანიზაციის შეფასებანეტგაზეთი
  • ირაკლი კობახიძე: საფრანგეთში საქმე აღიძრა მოლოტოვის კოქტეილის სროლაზე მკვლელობის მცდელობის მუხლით, რაც არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება და ჩვენს შემთხვევაში, როდესაც იმავეს ჰქონდა ადგილი, იყო პირიქით წამახალისებელი გზავნილები, რაც სამარცხვინოარუსთავი 2
  • საიას შეფასება პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზეტვ პირველი
  • "გახარია საქართველოსთვის" ითხოვს მათი კონსტიტუციურობის შეფასება ცალკე საქმედ განიხილონფორმულა
შეფასება →

მსგავსი სტატიები

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

კალიფორნიელებმა მილიარდერების ქონებაზე 5%-იანი გადასახადის დაწესებას მხარი არ დაუჭირეს

BM.GE

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

თურქეთში ვიზიტის ფარგლებში რეგიონულ შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომლის ნაწილიც საქართველოა - მარიამ ქვრივიშვილი

BM.GE

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

Google-მა ჩიპების წარმოებაში NVIDIA-ს ჩანაცვლება გადაწყვიტა

BM.GE

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

11 ნოემბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE