მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SoftBank-ის საკრედიტო რისკმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია
SoftBank-ის საკრედიტო რისკმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

SoftBank-ის საკრედიტო რისკმა ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE7 ნოემბერი, 2026, 05:00|bm.ge

ხელოვნური ინტელექტის მომგებიანობასთან დაკავშირებული გლობალური შეშფოთების ფონზე, იაპონური ტექნოლოგიური ჰოლდინგის, SoftBank Group-ის დეფოლტისგან დაზღვევის ღირებულებამ ოთხწლიან მაქსიმუმს მიაღწია.

Markit-ის მონაცემებით, კომპანიის ხუთწლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპის სპრედი 17.4 საბაზისო პუნქტით, 462 პუნქტამდე გაიზარდა. ეს 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ინვესტორები SoftBank-ის ფინანსურ მდგომარეობას განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან, რადგან კომპანიამ OpenAI-ში წილის დასაფინანსებლად რეკორდული განაკვეთებით დამატებითი ვალი აიღო.

აღსანიშნავია, რომ ინვესტიციებიდან ამონაგების მიღების პერსპექტივა OpenAI-ის მიერ აქციების საჯარო განთავსების 2027 წლამდე გადადებამ შეაფერხა. პარალელურად, აშშ-ის შუალედურ არჩევნებში დემოკრატიული პარტიის გამარჯვებამ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარების ტემპის შენელებასთან დაკავშირებული შიშები გააღრმავა. ამ ფაქტორმა კი საკრედიტო რისკები იმ კომპანიებისთვისაც გაზარდა, რომლებმაც მონაცემთა ცენტრების მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ვალდებულებები აიღეს.

ცნობისთვის, SoftBank-ი ხელოვნური ინტელექტის სექტორში მთავარ ინდიკატორად მიიჩნევა. ჰოლდინგს OpenAI-ში $64.6 მილიარდი აქვს დაბანდებული, მიკროჩიპების მწარმოებელ Arm-ში კი 90%-იან წილს ფლობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია Ueno Bank-ის კოლაფსის გამო გადადგა

პარაგვაის პრეზიდენტი სანტიაგო პენია Ueno Bank-ის კოლაფსის გამო გადადგა

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE

არჩევნების გამო, ილონ მასკის Tesla-სა და SpaceX-ის შეფასება $420 მილიარდით შემცირდა

არჩევნების გამო, ილონ მასკის Tesla-სა და SpaceX-ის შეფასება $420 მილიარდით შემცირდა

BM.GE

TOP-10 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც საქართველოდან ყველაზე მეტ საქონელს ყიდის

TOP-10 ექსპორტიორი კომპანია, რომელიც საქართველოდან ყველაზე მეტ საქონელს ყიდის

BM.GE