მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოხუმის აეროპორტში ახალი VIP ტერმინალი ამოქმედდა - TASS
სოხუმის აეროპორტში ახალი VIP ტერმინალი ამოქმედდა - TASS

სოხუმის აეროპორტში ახალი VIP ტერმინალი ამოქმედდა - TASS

BM.GE15 ივლისი, 2026, 00:30|bm.ge

სოხუმის აეროპორტში ახალი VIP ტერმინალი ამოქმედდა. როგორც რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS წერს, სოხუმის არძინბას სახელობის აეროპორტმა ახალ VIP-ტერმინალში მგზავრების მიღება უკვე დაიწყო.

„ტერმინალის ამუშავება სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ლოგიკური ნაბიჯია. ჩვენ თანმიმდევრულად ვზრდით მომსახურების ხარისხს და ვაფართოებთ მგზავრებისთვის განკუთვნილი სერვისების სპექტრს. ახალი ტერმინალი საშუალებას მოგვცემს აფხაზეთის სტუმრებსა და მცხოვრებლებს საუკეთესო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ", - განაცხადა აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა რუსლან ბლინდიუკმა.

TASS-ის ცნობითვე, ამჟამად სოხუმის აეროპორტიდან რუსეთის 7 ქალაქში სრულდება რეისები.

2025 წელს 32 წლის შემდეგ პირველად, არძინბას სახელობის სოხუმის აეროპორტში რუსულმა სანქცირებულმა UVT Aero-მ სატესტო ფრენა შესრულდა, 1 მაისს კი მოსკოვიდან პირველი სამოქალაქო რეისიც შესრულდა. სოხუმის აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. 1992–1993 წლების ომის შემდეგ, აეროპორტში ფრენები აღარ განხორციელებულა. აეროპორტი სოხუმიდან 18 კილომეტრის მოშორებით, სოფელ ბაბუშარაში მდებარეობს. ოკუპირებულ აფხაზეთში აეროპორტის რეკონსტრუქცია რუსულმა კომპანია „ინფრასტრუქტურული განვითარებამ“ განხორციელდა, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის რაშიდ ნურგალიევის შვილია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

თბილისში უხვი ნალექის გამო რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

BM.GE

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

Salesforce-ის აქციები 22%-ით გაიზარდა

BM.GE

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

Racha Roots Boutique House - ამბროლაურში ახალი სასტუმრო გაიხსნა

BM.GE

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

ინვესტორები ჯექსონ-ჰოლის სიმპოზიუმზე კევინ უორშის გამოსვლას ელოდებიან

BM.GE