მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: „თაკარა“ - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს
SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: „თაკარა“ - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს

SOLO და სუხიშვილები წარმოგიდგენთ: „თაკარა“ - ვინილი, რომელიც მოძრაობას ბგერად აქცევს

BM.GE10 ივნისი, 2026, 21:06|bm.ge

SOLO მომხმარებლებისთვის გამორჩეული კულტურული გამოცდილებების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამ მიზნით, SOLO-ს ინიციატივით შეიქმნა ვინილი “თაკარა” - ექსკლუზიური და ლიმიტირებული კოლექცია, რომელიც მხოლოდ 600 ეგზემპლარად გამოიცა და შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, სუხიშვილების ექსპერიმენტული სივრცის, თაკარას, უნიკალური ენერგია და ჟღერადობა საკუთარ სივრცეში გადაიტანოს.

ვინილი აერთიანებს ილიკო სუხიშვილისა და მისი გუნდის კომპოზიციებს იმ სახით, რომლითაც ისინი თაკარას სცენაზე გაჟღერდა. ალბომი სტუდია Leno Records-ში ჩაიწერა.

როგორც ილიკო სუხიშვილი აღნიშნავს, სცენაზე მუსიკა და მოძრაობა ერთმანეთისგან განუყოფელია, თაკარას შემთხვევაში მუსიკა ცეკვასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ და ბგერა-ბგერა იქმნება. სწორედ ამ პროცესის შედეგად იბადება ის განსაკუთრებული ენერგია, რიტმი და მუხტი, რომელიც წლების განმავლობაში თაკარას სცენის განუყოფელ ნაწილად იქცა.

SOLO-ს ინიციატივით შექმნილი ვინილი „თაკარა“ ამ ენერგიის მატერიალური გამოხატულებაა. ფირფიტაზე შვიდი მუსიკალური ჩანაწერია თავმოყრილი - შვიდი განსხვავებული წარმოდგენიდან, რომლებმაც თაკარას სცენაზე საკუთარი ისტორია შექმნეს. ეს არის მუსიკალური კაფსულა, რომელიც სცენის ჯადოსნურ მომენტებს ინახავს და მსმენელს წარმოდგენის თანამონაწილედ აქცევს.

ალბომში შესული კომპოზიციები ქართული კულტურის მრავალფეროვან ხასიათს წარმოაჩენს. მათ შორისაა „ქარაბშა“ - თავისუფალი, ლაღი და იმპროვიზაციული ენერგიით გამორჩეული დადგმის მუსიკა; „ჯარა“, რომელიც სვანურ მოტივებზეა დაფუძნებული და განსაკუთრებული სიზუსტითა და რიტმით გამოირჩევა; ასევე „კინტრიში“, რომელიც აჭარული ცეკვის მსუბუქ და ენერგიულ ბუნებას ასახავს.

„თაკარა“ ლიმიტირებული ტირაჟით გამოიცემა. თითოეულ ვინილს საკუთარი სერიული ნომერი აქვს, რაც მას უნიკალურ საკოლექციო ნიმუშად აქცევს. ვინილის შეძენა SOLO ბუტიკში არის შესაძლებელი.

საქართველოს ბანკი - სუხიშვილების გენერალური სპონსორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნარუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჯაბა ხუბუა: კარგი იქნება, ,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე სააკაშვილის ხელოვნური ინტელექტის ავატარი აირჩიონ, ნანუკა ჟორჟოლიანის თავმჯდომარეობას იმით მაინც აჯობებს, რომ ნაცმოძრაობა და სიტყვა ,,ინტელექტი“ (თუნდაც ხელოვნური) ერთ წინადადებაში იქნება ნახსენებიიმედი
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE