მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთი ელექტროგადამცემი სისტემაში კარაპეტიანის წილის ნაციონალიზაციას გეგმავს
სომხეთი ელექტროგადამცემი სისტემაში კარაპეტიანის წილის ნაციონალიზაციას გეგმავს

სომხეთი ელექტროგადამცემი სისტემაში კარაპეტიანის წილის ნაციონალიზაციას გეგმავს

BM.GE28 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

სომხეთის ხელისუფლება რუსეთში მოღვაწე სომეხი მილიარდერის, სამველ კარაპეტიანის "სომხეთის ელექტროქსელებში" (ENA) კუთვნილი აქციების ნაციონალიზაციას გეგმავს. ENA სომხეთის ელექტროგადამცემი ხაზების მთავარი ოპერატორია.

როგორც OC Media წერს, ნიკოლ ფაშინიანის მთავრობა ამის გაკეთებას სპეციალური საკანონმდებლო მექანიზმის გამოყენებით აპირებს, რაც სახელმწიფოს იმ კომპანიების ნაციონალიზაციის უფლებას აძლევს, რომლებიც საზოგადოებრივ ინტერესს უგულებელყოფენ.

მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია „სომხეთის ელექტროქსელების“ სახელმწიფოს მიერ დანიშნულმა დროებითმა მმართველმა და მმართველი პარტიის, „სამოქალაქო ხელშეკრულების“ წევრმა, რომანოს პეტროსიანმაც დაადასტურა.

მისი განცხადებით, სომხეთის მთავრობა დაიწყებს „სომხეთის ელექტროქსელების“ (ENA) აქციების საჯარო ინტერესის მქონედ გამოცხადების პროცესს, რასაც მისი ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს.

მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუსახელებია თანხა, რასაც კომპანიას გადაუხდის, „რადიო თავისუფლების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საუბარია 23.3 მილიარდ დრამზე [დაახლოებით 59 მლნ დოლარი]. თუმცა ამ შემთხვევაში კარაპეტიანს კომპანიისთვის უნდა დაებრუნებინა ბოლო 10 წლის განმავლობაში მიღებული დივიდენდები, რაც 23.158 მილიარდ დრამს (60 მლნ დოლარს) შეადგენს.

ENA კარაპეტიანის კუთვნილი Tashir Group-ის შემადგენლობაში შედის. თავად მილიარდერი გასული წლის ივნისიდან ამჟამად შინაპატიმრობაშია. კარაპეტიანის დაკავებას წინ უძღოდა საჯარო განცხადებები, სადაც ის სომხურ ეკლესიასა და ფაშინიანს შორის არსებულ დაპირისპირებაში ეკლესიის მხარეს დადგა. სწორედ ამ მოვლენების ფონზე გამოაცხადა ფაშინიანმა, რომ დადგა ელექტროსისტემის ოპერატორის ნაციონალიზაციის დრო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სისტემის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 64 სტატია.

  • როგორ იმუშავა სისტემამ - როგორ მივიდნენ სერბები გამარჯვებემდეტვ პირველი
  • ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. პრემიერად რუსეთის სასამართლო სისტემის ყოფილი წარმომადგენელი დაინიშნებაფორმულა
  • რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის საბანკო სისტემაზე კონტროლს აძლიერებსნეტგაზეთი
  • მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმე - პატიმრის ბრალდებები და პენიტენციური სისტემის პასუხირუსთავი 2
სისტემის →

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE