
"სომხეთი ორბიტაზე მინიმუმ 3 თანამგზავრს გაუშვებს" - ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარიზში გამართულ საერთაშორისო კოსმოსურ სამიტზე განაცხადა, რომ ქვეყანა ორბიტაზე მინიმუმ სამი თანამგზავრის გაშვებას გეგმავს.
არსებული ინფორმაციით, მისია დედამიწაზე დაკვირვებისთვის განკუთვნილ ორ აპარატს და ერთ სატელეკომუნიკაციო თანამგზავრს მოიცავს. აღსანიშნავია, რომ მონაცემების ლოკალიზებისთვის ოფიციალური ერევანი თანამგზავრების მონაცემთა დამუშავებისა და უშუალო მართვისთვის საჭირო ადგილობრივი რესურსების განვითარებაზე მუშაობს.
ფაშინიანის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება მიწისზედა ინფრასტრუქტურის გაფართოებას და მიღებული მონაცემების ანალიზის სისტემების დახვეწასაც გეგმავს. ახალი ინფრასტრუქტურა შიდასახელმწიფოებრივი საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ მისიებსაც მოემსახურება. ეს ქსელი სატელიტურ მონაცემებსა და სერვისებზე მზარდი მოთხოვნის საპასუხოდ შეიქმნება.
ცნობისთვის, ეროვნული კოსმოსური შესაძლებლობების გაძლიერება სომხეთის მთავრობის 2026-2031 წლების სტრატეგიული პროგრამის დამოუკიდებელ პრიორიტეტადაა განსაზღვრული.
BM.GE
წყარო: bm.ge