მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სომხეთში მინის გადამუშავების მასშტაბები 5-ჯერ გაიზრდება - ქვეყანაში $20-მილიონიანი ქარხანა აშენდა
სომხეთში მინის გადამუშავების მასშტაბები 5-ჯერ გაიზრდება - ქვეყანაში $20-მილიონიანი ქარხანა აშენდა

სომხეთში მინის გადამუშავების მასშტაბები 5-ჯერ გაიზრდება - ქვეყანაში $20-მილიონიანი ქარხანა აშენდა

BM.GE5 სექტემბერი, 2026, 00:42|bm.ge

სომხეთში მინის გადამუშავების მასშტაბები 5-ჯერ გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Armenpress-ი ავრცელებს. მათი ცნობით, ალუმინის კარ-ფანჯრების სექტორში მომუშავე კომპანია PROFAL-მა მინის გადასამუშავებელი ახალი საწარმო აამოქმედა, რომლის აგების საერთო ღირებულებამაც $20 მილიონს გადააჭარბა.

როგორც ირკვევა, ფინანსური რესურსი სრულად ქარხნის მშენებლობასა და თანამედროვე ტექნიკით მის აღჭურვას მოხმარდა. აღსანიშნავია, რომ საწარმოს შესაძლებლობებსა და საექსპორტო გეგმებს სომხეთის ეკონომიკის მინისტრი გევორგ პაპოიანი კომპანიის გენერალურ დირექტორ ედგარ ავეტისიანთან ერთად ადგილზე გაეცნო.

როგორც მედია წერს, ახალი ქარხნის ამოქმედების შედეგად მინის გადამუშავების წარმადობა სომხეთში ხუთჯერ გაიზრდება და თვეში 40 ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბებს. ამერიკული და ევროპული სტანდარტების შესაბამისი დანადგარებით აღჭურვილი ობიექტის საერთო ფართობი 120 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს. აქედან უშუალოდ მინის წარმოებასა და სასაწყობო სივრცეებს 17 ათასი კვადრატული მეტრი დაეთმობა.

კომპანია მომდევნო ორი წლის განმავლობაში საწარმოო ზონის 40 ათას კვადრატულ მეტრამდე გაფართოებას გეგმავს. მზა პროდუქცია როგორც შიდა ბაზარზე, ისე საფრანგეთში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში გაიყიდება.

ცნობისთვის, PROFAL-ი ადგილობრივ ბაზარზე უკვე 25 წელია საქმიანობს. ამ დროის განმავლობაში კომპანიამ 30 ათასზე მეტი პროექტი შეასრულა და 10 ათასზე მეტ პარტნიორთან ითანამშრომლა. დღეისათვის ის 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

BM.GE

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

BM.GE

“ბანკები ამბობენ, რომ გვიჭირს გავყვეთ ინვესტიციას” - რა გამოწვევებს ქმნის აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა?

“ბანკები ამბობენ, რომ გვიჭირს გავყვეთ ინვესტიციას” - რა გამოწვევებს ქმნის აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა?

BM.GE

მთავრობამ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს, სარეზერვო ფონდიდან ₾1.1 მლნ გამოუყო

მთავრობამ 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნებისთვის ცესკოს, სარეზერვო ფონდიდან ₾1.1 მლნ გამოუყო

BM.GE