მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე
სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე

სოცდაუცველთა სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ შემწეობა - ირაკლი კობახიძე

BM.GE18 სექტემბერი, 2026, 19:38|bm.ge

ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, იმდენად მკაფიო კრიტერიუმი არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს.

„2020 წელს განახლდა სიები, გაფართოვდა შემწეობის მიმღებთა სია. გამომდინარე იქიდან, რომ მაშინ იყო კოვიდი და კოვიდმა გამოიწვია სოციალური ფონის დამძიმება და 2020 წლის შემდეგ იყო გამოცხადებული ერთგვარი მორატორიუმი, მათ შორის, ხან საზოგადოების შესაბამისი წარმომადგენლების გაღიზიანებას ერიდებოდნენ და სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზები ჰქონდა ამ ყველაფერს. ჩვენ მივიღეთ თამამი გადაწყვეტილება. ასეთი გადაწყვეტილების მიღება იოლი არ არის. იმდენად მკაფიო კრიტერიუმი არსებობს, რომლითაც ხდება სოციალური შემწეობის განაწილება, რომ საარჩევნოდ ამას ვერავინ გამოიყენებს. ჩვენ მივიღეთ თამამი, გაბედული გადაწყვეტილება, დავიწყეთ ამ სიების გადახედვა, რაც არის მტკივნეული პროცესი. შეიძლება ვიღაც, რაღაც ეტაპზე ერიდებოდა ამ მტკივნეული გადაწყვეტილების მიღებას, მათ შორის ობიექტური მიზეზების გამო. ჩვენ მივიღეთ ეს მტკივნეული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შეესატყვისებოდეს ობიექტურ მონაცემებს, აქედან გამომდინარე, პროცესი გაგრძელდება და სიაში დარჩებიან ის ადამიანები, რომელთაც რეალურად ესაჭიროებათ სოციალური შემწეობა“, - განაცხადა პრემიერმა.

აგვისტოს მდგომარეობით საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 570 ათასამდე შემცირდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ივლისთან შედარებით შემწეობის მიმღებთა რიცხვი 6546-ით შემცირდა. ჯამში იანვართან შედარებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, თითქმის, 140 ათასით არის შემცირებული.

საარსებო შემწეობის მიმღებთა საერთო რაოდენობიდან 153 258 სახელმწიფო დასაქმების პროგრამაშია ჩართული, რომელიც 2026 წლიდან აღარ გაგრძელდა, თუმცა ვისაც 4-წლიანი პერიოდი დასასრულებელი აქვთ, ისინი კვლავ სისტემაში რჩებიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 173 სტატია.

  • კობახიძე ღარიბაშვილის შეწყალებაზე: არავითარი საფუძველი არ აქვს ამ კითხვასფორმულა
  • კობახიძე პარტიების აკრძალვაზე: ყველაფრისთვის ვართ მომზადებულიტვ პირველი
  • ირაკლი კობახიძე: ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას, ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, თვითმიზანია სამართლის უზენაესობის აღსრულებარუსთავი 2
  • კობახიძე: სოხუმთან და ცხინვალთან ხელშეკრულება ვერ დაიდებანეტგაზეთი
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა - რა ეკონომიკური კავშირები აქვს საქართველოს ყირგიზეთთან?

BM.GE

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

ევროპის 3 ქვეყანაში სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე მორიგი კიბერთავდასხმა განხორციელდა

BM.GE

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

ირანის ომის ფონზე, საუდის არაბეთის ეკონომიკა 3.8%-ით შემცირდა

BM.GE

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

ტენდერის ჩავარდნის შემდეგ, რუსთავისთვის 70 ავტობუსის შესყიდვის ტენდერი გაზრდილი ფასით გამოცხადდა

BM.GE