
S&P-ის შეფასებით, საქართველო განაგრძობს ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას - ეკატერინე გუნცაძე
„საკრედიტო სააგენტო S&P Global Ratings-ის შეფასებით, საქართველო კვლავ განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ განაცხადა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ კომენტარში ის აღნიშნავს, რომ პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებს, ანგარიშის თანახმად, წარმოადგენს სააგენტოს მოლოდინები, რომ საქართველო გააგრძელებს საგარეო პოზიციის შემდგომ გაუმჯობესებას საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე და შეინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს და ჯანსაღ ფისკალურ პოლიტიკას.
„საკრედიტო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings-მა გამოაქვეყნა საქართველოს საკრედიტო რეიტინგის მორიგი ანგარიში, რომლის თანახმად, სუვერენული რეიტინგი კვლავ BB დონეზე შენარჩუნდა, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პერსპექტივა გაუმჯობესებულია სტაბილურიდან პოზიტიურამდე. პოზიტიური პერსპექტივის მინიჭების საფუძვლებში სააგენტო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებულია მათი მოლოდინები, რომ საქართველო კვლავ გაიუმჯობესებს საგარეო პოზიციებს საერთაშორისო რეზერვების აკუმულირების ფონზე. ასევე, განაგრძობს ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს ფისკალურ პარამეტრებს. ანგარიშში, ასევე აღნიშნულია, რომ სააგენტო თებერვლის ანგარიშთან შედარებით, მნიშვნელოვნად ზრდის თავის საპროგნოზო მაჩვენებლებს 2026-2027 წლებისთვის, მათ შორის, 2026 წელს სააგენტო მოელის 6.4%-იან ეკონომიკურ ზრდას, 2027 წელს 5,9%-ს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში, 5%-იანი ნიშნულის ფარგლებში, რაც თავის მხრივ, თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის ოფიციალურ პროგნოზებთან“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ანგარიშში ხაზგასმულია, როგორც მაკროეკონომიკური ზრდის ჯანსაღი მაჩვენებლები, ისე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია, ფისკალური პოლიტიკის პარამეტრების ჯანსაღი მაჩვენებლები და ეროვნული ბანკის მონეტარული და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სიჯანსაღე.
S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB დონეზე დატოვა, პერსპექტივა კი გააუმჯობესა
პოლარიზებულ პოლიტიკურ ვითარებას, ევროკავშირსა და აშშ-თან გაციებულ ურთიერთობებს S&P Global-ი მთავარ რისკებად ასახელებს
BM.GE
წყარო: bm.ge