მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ალიევმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას "ტრამპის მარშრუტის" საკითხი განიხილეს
ალიევმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას "ტრამპის მარშრუტის" საკითხი განიხილეს

ალიევმა და ფაშინიანმა სატელეფონო საუბრისას "ტრამპის მარშრუტის" საკითხი განიხილეს

BM.GE8 აგვისტო, 2026, 18:35|bm.ge

აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრისას მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, TRIPP-ის მარშრუტის შესახებაც ისაუბრეს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სატელეფონო საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შედგა.

მხარეებმა მიმოიხილეს 2025 წლის 8 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მონაწილეობით ვაშინგტონში გამართული მშვიდობის სამიტის პირველი წლისთავი. ოფიციალურ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ აღნიშნულმა სამიტმა უზრუნველყო ორ ქვეყანას შორის მშვიდობის დამყარება. საუბრისას ასევე ხაზი გაესვა პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთავრობის მნიშვნელოვან როლს სამშვიდობო პროცესის წინ წაწევაში და აღინიშნა გასული წელს მიღწეული წარმატება ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე.

ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა სომხეთში აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების ექსპორტსა და აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთში სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვაზე.

სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე საუბარი 2025 წლის აგვისტოში აშშ-ის მედიატორობით მიღწეული შეთანხმების შემდეგ გააქტიურდა. ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზევე გამოცხადდა ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტზე, რომელსაც „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) ეწოდება. ახალი მარშრუტი ერთმანეთს დააკავშირებს აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, ანუ ერთგვარი პარალელური გზა იქნება საქართველოზე გამავალი მარშრუტისა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • Reuters: ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებასიმედი
  • დონალდ ტრამპი: ევროპამ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროსრუსთავი 2
  • ტრამპის თქმით აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდებატვ პირველი
  • ტრამპის თქმით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები განახლდებაფორმულა
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

S&P-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და სებ-ის პოლიტიკის ეფექტიანობას - ეკატერინე მიქაბაძე

S&P-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და სებ-ის პოლიტიკის ეფექტიანობას - ეკატერინე მიქაბაძე

BM.GE

Eagle Hills-ის პროექტს ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებზე დადებითი გავლენა ექნება - S&P

Eagle Hills-ის პროექტს ეკონომიკურ ზრდასა და ინვესტიციებზე დადებითი გავლენა ექნება - S&P

BM.GE

ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში თავად S&P-ის რეიტინგის გაუმჯობესდება - ვახტანგ ცინცაძე

ველოდებით, რომ საშუალოვადიან პერიოდში თავად S&P-ის რეიტინგის გაუმჯობესდება - ვახტანგ ცინცაძე

BM.GE

S&P-ის შეფასებით, საქართველო განაგრძობს ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას - ეკატერინე გუნცაძე

S&P-ის შეფასებით, საქართველო განაგრძობს ზრდის მაღალი მაჩვენებლებისა და ჯანსაღი ფისკალური პოლიტიკის შენარჩუნებას - ეკატერინე გუნცაძე

BM.GE