მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას
ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას

ეკატერინე მიქაბაძე: S&P Global Ratings-ის შეფასება ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ეროვნული ბანკის პოლიტიკის ეფექტიანობას

იმედი|imedinews.ge

საერთაშორისო საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Standard & Poor’s (S&P Global Ratings) საქართველოს მაკროეკონომიკურ გარემოს დადებითად აფასებს. ქვეყნის ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მაჩვენებლები, გაუმჯობესებული საგარეო პოზიცია და სანდო მაკროეკონომიკური პოლიტიკა სარეიტინგო სააგენტოს მიერ პერსპექტივის გაუმჯობესების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი თქმით, სააგენტოს ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვების პოლიტიკას.

„ანგარიშში დადებითადაა მოხსენიებული საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვების დაგროვების პოლიტიკა, რამაც სააგენტოს შეფასებით, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საქართველოს საგარეო ლიკვიდობის ბუფერები და შეამცირა მისი მოწყვლადობა საგარეო შოკების მიმართ“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

მისი განცხადებით, Standard & Poor’s-მა ასევე ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში საქართველოში საგარეო შემოდინებების გაუმჯობესებას, რასაც მომსახურების ექსპორტის დივერსიფიკაცია, საქონლის ექსპორტისა და ფულადი გზავნილების ზრდა განაპირობებს. ამასთან გრძელდება დედოლარიზაციის ტენდენცია. სწორედ ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს ეროვნულ ბანკს საერთაშორისო სავალუტო რეზერვების მნიშვნელოვანი დაგროვების შესაძლებლობა.

ეკატერინე მიქაბაძის თქმით, სააგენტო დადებითად აფასებს ქვეყნის მაკროეკონომიკურ პოლიტიკას როგორც ფისკალური, ისე მონეტარული მიმართულებით.

„სააგენტოს შეფასებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ზომიერად მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებს, რათა ინფლაციური მოლოდინების სტაბილურობა უზრუნველყოს. მათივე პროგნოზით, 2026 წელს საშუალო ინფლაცია 5.1 პროცენტი იქნება, რაც თანხვედრაშია საქართველოს ეროვნული ბანკის მიმდინარე ცენტრალურ სცენართან“, - აღნიშნა ეკატერინე მიქაბაძემ.

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული საქართველოს საფინანსო სექტორიც. ნათქვამია, რომ საქართველოს საბანკო სექტორი მაღალი ლიკვიდობით, ძლიერი კაპიტალიზაციითა და მომგებიანობით გამოირჩევა, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული და საზედამხედველო პოლიტიკა ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global Ratings-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ''BB' დონეზე შეინარჩუნა, ხოლო პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გააუმჯობესა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პოლიტიკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 78 სტატია.

  • სებ-ის პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებისკენ - ეკატერინე მიქაბაძეBM.GE
  • პრემიერი: 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" რუსეთთან მიმართებით არათუ მკაცრი პოლიტიკა არ გაუტარებია, არამედ ომის დასრულებიდან მალევე, რეჟიმის ლიდერი რუსეთის მოქალაქეებს საზღვარზე უშუალოდ ხვდებოდარუსთავი 2
  • ქვეყანაში ინფლაციის ზრდას ეკონომისტები მონეტარული პოლიტიკის პრობლემას უკავშირებენტვ პირველი
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
პოლიტიკის →

მსგავსი სტატიები

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენი ვალდებულებაა, რომ ავაშენოთ სამართლიანი სახელმწიფო, ყველას, ვინც არ უნდა იყოს ის, სათანადო პასუხი გაეცემა მათ ქმედებებსა და გამონათქვამებზე

იმედი

პრემიერი: ჰააგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ  ქართულ ჯარს და ქართველ ჯარისკაცს ომის დანაშაული არ ჩაუდენია და სტრასბურგის სასამართლოში დავამტკიცეთ, რომ ქართველ ჯარისკაცს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია, ეს აჩვენებს, თუ როგორია ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების მიმართ

ირაკლი კობახიძე: ქართველი ხალხისთვის არც რუსოფობია და არც რაიმე სხვა ფობია არ არის დამახასიათებელი და როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება

მიხეილ ყაველაშვილი სააკაშვილზე: ჩვენმა საზოგადოებამ ყველაზე კარგად იცის, რომ ის არის ერთი საცოდავი, მხდალი პიროვნება

იმედი