მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Space Force-მა SpaceX-ს $2.29 მილიარდის კონტრაქტი გაუფორმა
Space Force-მა SpaceX-ს $2.29 მილიარდის კონტრაქტი გაუფორმა

Space Force-მა SpaceX-ს $2.29 მილიარდის კონტრაქტი გაუფორმა

BM.GE28 მაისი, 2026, 03:22|bm.ge

ამერიკულმა სახელმწიფო კომპანია Space Force-მა ილონ მასკის უმსხვილეს სტარტაპ SpaceX-ს უსაფრთხო, მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული კავშირგაბმულობის ქსელის შესაქმნელად $2.29-მილიარდიანი კონტრაქტი გაუფორმა.

არსებული ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება SF-ის სამხედრო სენსორებისა და იარაღის პლატფორმების გლობალურ ქსელში გაერთიანებას შეუწყობს ხელს. ცნობისთვის, ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი, SDN Backbone-ის სახელით ცნობილი მდგრადი არქიტექტურა თავდაცვის უწყებისთვის გამოიყენება და ის მონაცემთა მაღალი გამტარობით გამოირჩევა. ამასთან, ის მინიმალური დაყოვნებით ინფორმაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

საყურადღებოა, რომ პროცესში უშუალოდ ჩართულია პენტაგონიც, რომლის წარმომადგენლების განცხადებითაც, SpaceX-ი პროექტის ფარგლებში დაბალ ორბიტაზე თანამგზავრების ახალ თანავარსკვლავედს განათავსებს. გეგმის მიხედვით, მწარმოებელმა სრულად ფუნქციონირებადი პროტოტიპის დამზადება 2027 წლის ბოლომდე უნდა შეძლოს.

ახალი ქსელი სარაკეტო გაფრთხილებისა და სათვალთვალო სენსორებიდან მიღებული მონაცემების რეალურ დროში გადაცემას უზრუნველყოფს. ეს ტექნოლოგიურა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სარაკეტო თავდაცვის ინიციატივისთვის, „ოქროს გუმბათისთვის“, ფუნდამენტურ საფუძველს შექმნის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE