მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-ი გლობალური კოსმოდრომების ქსელის მშენებლობისთვის ემზადება
SpaceX-ი გლობალური კოსმოდრომების ქსელის მშენებლობისთვის ემზადება

SpaceX-ი გლობალური კოსმოდრომების ქსელის მშენებლობისთვის ემზადება

BM.GE17 მაისი, 2026, 14:59|bm.ge

ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის ფარგლებს გარეთ „კოსმოდრომების“ ასაშენებლად ლოკაციების შერჩევა დაიწყო. როგორც ირკვევა, მილიარდერის მიზანი Starship-ის რაკეტების გასაშვებად საჭირო ინფრასტრუქტურის გაფართოებაა.

აღსანიშნავია, რომ SpaceX-ის სტრატეგია ყოველწლიურად ათასობით Starship-ის გაშვებას ითვალისწინებს. ილონ მასკის განმარტებით, მომავალში კოსმოდრომები აეროპორტების მსგავსად იმუშავებენ და დღეში რამდენიმე ფრენას უზრუნველყოფენ. ცნობისთვის, აღნიშნულ მრავალჯერადი გამოყენების რაკეტებს 100 ტონაზე მეტი ტვირთის გადაზიდვა შეუძლიათ.

კოსმოსური ხომალდების გაშვებაზე გლობალური მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. არსებული სასტარტო მოედნების სიმცირე კი კომპანიას არ აძლევს საშუალებას, გააფართოოს თავისი მოქმედების არეალი.

აქვე უნდა ითქვას, რომ კომპანია მომდევნო სატესტო ფრენისთვისაც ემზადება. Starship-ის მე-12 გამოცდა 19 მაისს იგეგმება. SpaceX-ი მომავალ კვირას რაკეტის ქვედა ნაწილის, Super Heavy-ის ამაჩქარებლისა და Raptor-ის ძრავების ახალ ვერსიებს წარადგენს.

შეგახსენებთ, Starship-ი მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სარაკეტო სისტემაა. ის კოსმოსური ფრენების ხარჯების შემცირებისა და პლანეტათაშორისი მოგზაურობის მიზნით შეიქმნა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

თბილისის წიგნის დღეებზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები 10-ჯერ მეტ PLUS ქულას დააგროვებენ

BM.GE

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE