მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-ი მობილური ქსელების ინდუსტრიაში შედის - კომპანიამ ორბიტაზე სიხშირეები შეიძინა
SpaceX-ი მობილური ქსელების ინდუსტრიაში შედის - კომპანიამ ორბიტაზე სიხშირეები შეიძინა

SpaceX-ი მობილური ქსელების ინდუსტრიაში შედის - კომპანიამ ორბიტაზე სიხშირეები შეიძინა

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 23:50|bm.ge

SpaceX-მა ქვეყნის მასშტაბით დაბალსიხშირული ლიცენზიების შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა, რითაც Starlink Mobile-ის მსხვილ მობილურ ოპერატორად გარდაქმნის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.

როგორც ირკვევა, შეთანხმება 800 MHz-ის დიაპაზონში 14 მეგაჰერცამდე დაწყვილებულ რადიოსიხშირეს მოიცავს. კომპანიის განცხადებით, ეს სიხშირეები საკვანძო ტექნიკურ გამოწვევას გადაჭრის და სიგნალს შენობების კედლებში შეღწევის შესაძლებლობასაც კი მისცემს.

ლიცენზიების მოპოვების პარალელურად, აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურმა კომისიამ Starlink Mobile-ის ახალი თაობის თანამგზავრული ქსელის განაცხადიც დაამტკიცა. მარეგულირებელი ორგანოს გადაწყვეტილებით, კომპანიამ ორბიტაზე 15,000 ახალი თანამგზავრის გაყვანის ნებართვა მიიღო.

არსებული ინფორმაციით, SpaceX-ი მიზნად ამ აპარატების 2 GHz-ის დიაპაზონში გლობალური ოპერირებისთვის გამოყენებას ისახავს. კომპანიის განმარტებით, V2 ვერსიის თანამგზავრებს წინამორბედებთან შედარებით 100-ჯერ მეტი გამტარუნარიანობა ექნება და ის სტანდარტულ სმარტფონებს მაღალსიჩქარიან კავშირს პირდაპირ მიაწვდის.

ცნობისთვის, SpaceX-ის პროექტი Starlink-ი დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსებული თანამგზავრებით გლობალურ ინტერნეტს 2020 წლიდან უზრუნველყოფს. ახალი ინიციატივა კი მიზნად სატელეკომუნიკაციო ბაზარზე AT&T-ის, Verizon-ისა და T-Mobile-ის გვერდით სრულფასოვან მოთამაშედ დამკვიდრებას ისახავს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ფასების სტაბილურობის აუცილებლობაზე ისაუბრა

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ფასების სტაბილურობის აუცილებლობაზე ისაუბრა

BM.GE

Global Finance – გამოცემა, რომლის შეფასებასაც მსოფლიოს წამყვანი ბანკები ელიან

Global Finance – გამოცემა, რომლის შეფასებასაც მსოფლიოს წამყვანი ბანკები ელიან

BM.GE

აშშ-მა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ჰააგის სასამართლოს სანქციები დაუწესა

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა - გასული კვირის შედეგები

BM.GE