მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ნახტომი - ილონ მასკმა ქონება ერთ დღეში 31 მილიარდით გაზარდა
SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ნახტომი - ილონ მასკმა ქონება ერთ დღეში 31 მილიარდით გაზარდა

SpaceX-ისა და Tesla-ს აქციების ნახტომი - ილონ მასკმა ქონება ერთ დღეში 31 მილიარდით გაზარდა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 18:29|bm.ge

მიმდინარე კვირას პლანეტის უმდიდრესმა ბიზნესმენმა, ილონ მასკმა ტრილიონერის სტატუსი ოფიციალურად დაიბრუნა.

Bloomberg-ის მონაცემებით, მასკის პირადი კაპიტალის ზრდა საფონდო ბირჟაზე SpaceX-ისა და Tesla-ს წარმატებამ განაპირობა. კერძოდ, ერთ დღეში მისი ქონება $31 მილიარდით გაიზარდა. შედეგად, მან მნიშვნელოვნად გაუსწრო რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ ლარი პეიჯს, რომლის კაპიტალიც $297 მილიარდს შეადგენს.

ბოლო სავაჭრო სესიაზე SpaceX-ის აქციები 7.6%-ით გაიზარდა და კომპანიის შეფასებამ $2.25 ტრილიონს მიაღწია; ხოლო Tesla-ს შემთხვევაში ზრდის მაჩვენებელი 2.2%-ია, კომპანიის შეფასება კი $1.49 ტრილიონს შეადგენს. მასკის კომპანების ბოლოდროინდელი აღმასვლა მოსალოდნელზე უკეთეს საოპერაციო შედეგებს და Nasdaq-ის ტექნოლოგიური ინდექსის რეკორდულ ზრდას უკავშირდება, რაც ინდექსში შემავალ კომპანიებს ზრდისკენ უბიძგებს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი მსოფლიოში პირველი ტრილიონერი მიმდინარე წლის ივნისში გახდა. მაშინ ტექნოლოგიურმა მაგნატმა აღნიშნულ მაჩვენებელს Nasdaq-ის ბირჟაზე SpaceX-ის აქციების განთავსების შემდეგ მიაღწია. მიუხედავად ამისა, აქციების ფასის ვარდნის გამო მან სტატუსი მალევე დაკარგა, თუმცა ის ახლა ისევ რჩება პლანეტის ერთადერთ ტრილიონერად.

დღის ფოტო: 2006 წელი, გაკოტრების პირას მყოფი ილონ მასკი შესცქერის SpaceX-ის აფეთქებული რაკეტის ნამსხვრევებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბელუქსის განახლებული ციფრული სივრცე

ბელუქსის განახლებული ციფრული სივრცე

BM.GE

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი საფუძველია, რომ 2027 წელს ვიხილოთ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - ლაშა ქავთარაძე

მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მყარი საფუძველია, რომ 2027 წელს ვიხილოთ ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესება - ლაშა ქავთარაძე

BM.GE

PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

PRIME MARINE საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

BM.GE

ტრამპი უცხოურ კომპანიებს 300%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა

ტრამპი უცხოურ კომპანიებს 300%-იანი ტარიფების დაწესებით დაემუქრა

BM.GE