მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. SpaceX-მა Nasdaq-ზე ისტორიული IPO-ს გამართვის განაცხადი ოფიციალურად წარადგინა
SpaceX-მა Nasdaq-ზე ისტორიული IPO-ს გამართვის განაცხადი ოფიციალურად წარადგინა

SpaceX-მა Nasdaq-ზე ისტორიული IPO-ს გამართვის განაცხადი ოფიციალურად წარადგინა

BM.GE21 მაისი, 2026, 17:47|bm.ge

SpaceX-მა Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო შეთავაზების, იგივე IPO-ს გამართვის მიზნით ოფიციალური განაცხადი წარადგინა. გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ აეროკოსმოსური და ხელოვნური ინტელექტის კომპანია ინვესტორების მხრიდან $75 მილიარდის მოზიდვას მოელის, რის შედეგადაც სტარტაპის კაპიტალიზაცია $1.75 მილიარდამდე უნდა გაიზარდოს.

ამ მხრივ აღსანიშნი ფაქტია, რომ ასეთი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში ის საფონდო ბირჟის ისტორიაში ყველაზე წარმატებული IPO-ს მქონე კომპანიის სტატუსს მიიღებს. ამ დრომდე, რეკორდსმენად საუდის არაბეთის სახელმწიფო სანავთობო კომპანია Saudi Aramco მიიჩნევა, რომელიც 2019 წელს დაილისტა, ინვესტორებისაგან $29 მილიარდი მოიზიდა და ჯამურად $1.7 ტრილიონად შეფასდა.

საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტი საყურადღებო იყო იმ მხრივაც, რომ კომპანიამ პირველად გაასაჯაროვა მისი ფინანსური მდგომარეობა. როგორც გაირკვა, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიურად 15%-ით გაიზარდა და $4.69 მილიარდი შეადგინა. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კომპანიის შემოსავალი $4.07 მილიარდს აღწევდა. საყურადღებოა, რომ SpaceX-ის კვარტალში წმინდა ზარალის სახით $4.28 მილიარდი ნახა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, საჯარო ფინანსური დოკუმენტის თანახმად, კომპანიის კაპიტალურმა ხარჯებმა პირველ კვარტალში $10.1 მილიარდი შეადგინა. დასახელებული თანხიდან $7.7 მილიარდი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაზე მოვიდა. გაირკვა ისიც, რომ SpaceX-ი ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრეების გაქირავების ბაზარზეც იწყებს სერიოზულ აქტიურობას. ის კომპანია Anthropic-ს მემფისში მდებარე Colossus 1 მონაცემთა ცენტრის რესურსებს სრულად დაუთმობს. ამ შეთანხმების ფარგლებში კი სტარტაპი 2029 წლის მაისამდე ყოველთვიურად $1.25 მილიარდს გადაიხდის.

დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ დადასტურდა ის ცნობაც, რომ თებერვალში განხორციელებული მასშტაბური შერწყმის შედეგად SpaceX-ისა და მასკის კუთვნილი სტარტაპის, xAI-ის ერთობლივი ღირებულება $1.25 ტრილიონით განისაზღვრა. საყურადღებოა, რომ კომპანია ოფიციალურ დოკუმენტაციაში მთავარ მეტოქედ OpenAI-ს ასახელებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ xAI-ის მიერ შექმნილი ჩეთბოტის, Grok-ის განახლებული მოდელი ბაზარზე სწრაფად პროგრესირებს, თუმცა პოპულარობით კვლავ ჩამორჩება ChatGPT-ს.

საჯაროდ გამოქვეყნებულმა მონაცემებმა დაადასტურა ცნობები კომპანიის მართვის სტრუქტურის შესახებ, რომლის მიხედვითაც ილონ მასკი ხმის უფლების 85%-ს აკონტროლებს. გაირკვა ისიც, რომ ამჟამად მასკის გარდა არცერთი ფიზიკური თუ იურიდიული პირი აქციების 5%-ზე მეტს არ ფლობს.

ცნობისთვის, საფონდო ბირჟაზე აქციების პირველადი საჯარო განთავსების პროცესში SpaceX-ს ფინანსურ კონსულტაციებს საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs-ი გაუწევს. აღსანიშნავია, რომ პროცესში Morgan Stanley, Bank of America, Citigroup-ი და JPMorgan Chase-იც მიიღებენ მონაწილეობას. საყურადღებოა, რომ საინვესტიციო წრეებისთვის აქციების წარდგენის პროცესის დაწყებას კომპანია 8 ივნისს გეგმავს.

ცნობისთვის, SpaceX-ი მასკმა 2002 წელს დააფუძნა. ამჟამად ის მართავს გლობალურ თანამგზავრულ ქსელ Starlink-ს, რომელიც დაახლოებით 10,000 თანამგზავრს აერთიანებს. კომპანიის სათავო ოფისი ტეხასის შტატის ქალაქ სტარბეისში მდებარეობს. სწორედ ამ ქალაქში იგეგმება 21 მაისს ხომალდ Starship-ის რიგით მე-12 სატესტო გაშვება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE