
SpaceX-მა რეიტინგში TSMC-საც გადაუსწრო და $2.3 ტრილიონით მე-6 ადგილზე გადავიდა
BM.GE|bm.ge
რეკორდული IPO-ს შემდეგ, პირველივე სავაჭრო სესიაზე ილონ მასკის SpaceX-მა მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგში ტავანურ TSMC-ის გადაუსწრო და $2.3-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით მსოფლიოში მე-6 დაიკავა.
ამჟამად SpaceX მასკის მეორე კომპანიას, Tesla-ს თითქმის $725 მილიარდით უსწრებს, რაც IPO-ზე დაფიქსირებული 20%-იანი და დღევანდელი 8%-იანი ზრდით არის განპირობებული.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსური ინდუსტრიის პიონერი Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე პარასკევს დაილისტა, მისი IPO, მოზიდული კაპიტალის მოცულობა და ინვესტორების ინტერესი რეკორდული იყო.
გაზიარება:
BM
BM.GE
წყარო: bm.ge