მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრთებულთა რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრთებულთა რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური მსჯავრთებულთა რაოდენობის შესახებ განცხადებას ავრცელებს

BM.GE15 მაისი, 2026, 19:20|bm.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს და ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, 2025 წელს საქართველოში მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა. უწყება განმარტავს, რომ აღნიშნული ციფრი მხოლოდ ციხეებში მყოფ პირებს არ გულისხმობს.

საქმე ის არის, რომ bm.ge-ს მასალაში საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობამ 2025 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია თავდაპირველად მსჯავრდებულთა ნაცვლად ეწერა სიტყვა პატიმარი. მოგვიანებით მასალაში უზუსტობა ჩასწორდა.

პენიტენციური სამსახურის განმარტებით, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის სასჯელი აქვთ მათ დაკისრებული.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოში მსჯავრდებულთა რაოდენობის შესახებ, თითქოს, 2025 წელს მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობამ 22 767 შეადგინა.

საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ გამოქვეყნებული მონაცემები მოიცავს ქვეყნის მასშტაბით ყველა მსჯავრდებულ პირს – როგორც თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებებში იხდიან, ისე არასაპატიმრო სასჯელმისჯილ პირებს, რომლებიც სასჯელს პენიტენციურ დაწესებულებაში არ იხდიან (პირობითი მსჯავრი, შინაპატიმრობა, ჯარიმა და სხვა).

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს როგორც საპატიმრო, ისე არასაპატიმრო სახის სასჯელებს. თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს საპატიმრო სასჯელის ფორმას და სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაწესებულებებში სასჯელს იხდიან მხოლოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირები.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული.

სპეციალური პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ პირს, სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებისას გადაამოწმონ, თუ რას მოიცავს კონკრეტული მონაცემები და როგორია მისი შინაარსობრივი განმარტება. მონაცემების არასწორი ინტერპრეტაცია ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ქმნის მცდარ წარმოდგენებს არსებული რეალობის შესახებ" , - წერს პენიტენციური სამსახური.

თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის განმავლობაში საქართველოს 11 153 პატიმარი ჰყავდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინაიმედი
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

სახელმწიფო თბილისის აეროპორტის სიახლოვეს 7586 კვ.მ. არასასოფლო მიწას ყიდის|აუქციონის პირობები

BM.GE

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

„საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები სასურველია რეგიონის, ასევე ევროპის და ნებისმიერი ქვეყნისთვის“ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

BM.GE

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

Wildberries-ის საწყობზე კიდევ ერთი თავდასხმა ვოლგოგრადში განხორციელდა

BM.GE

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

თბილისის მეტროს პირველი ხაზი დროებით გაჩერდა - სატრანსპორტო კომპანიის განმარტება

BM.GE