მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Spirit Airlines-მა კოლაფსი განიცადა
Spirit Airlines-მა კოლაფსი განიცადა

Spirit Airlines-მა კოლაფსი განიცადა

BM.GE4 მაისი, 2026, 18:35|bm.ge

ორი გაკოტრების პროცესისა და ტრამპის ადმინისტრაციასთან ფინანსური დახმარების თაობაზე წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ, 34-წლიანი ისტორიის მქონე ავიაკომპანია Spirit Airlines-ი დაიხურა. კომპანიის კოლაფსის შედეგად სამსახური 17,000-მა თანამშრომელმა დაკარგა.

როგორც ირკვევა, Spirit-ის ბაზრიდან გასვლა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ავიაბილეთების ფასებზე. კომპანიის ულტრა-დაბალი ტარიფები ინდუსტრიაში ერთგვარ "საფასო იატაკს" ქმნიდა, რაც სხვა გადამყვანებს ფასების მკვეთრად გაზრდის საშუალებას არ აძლევდა. ამ ბარიერის გაქრობა სხვა ავიაკომპანიებს ფასების მომატებისთვის გზას უხსნის.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დაბალბიუჯეტიანი სექტორი საკმაოდ მძიმე გამოწვევების წინაშე დგას. ირანის ომის ფონზე გაზრდილი საწვავის ხარჯები JetBlue-სა და სხვა კონკურენტებსაც აზარალებს. გასულ კვირას დარგობრივმა გაერთიანებამ, რომელიც Spirit-საც აერთიანებდა, აშშ-ის მთავრობას $2.5 მილიარდის ოდენობის დახმარება სწორედ ნავთობზე ფასების მატების გამო სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ Spirit Airlines-ი ცნობილი იყო თავისი აგრესიული საფასო პოლიტიკითა და დამატებითი მომსახურებების ცალკე დაბეგვრის მოდელით. კომპანიის ფინანსური პრობლემები რამდენიმე წლის წინ დაიწყო, რასაც პანდემიის შემდგომმა კრიზისმა და JetBlue-სთან დაგეგმილი შერწყმის ჩაშლამ შეუწყო ხელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

გაზისა და წყლის ახალი ტარიფების ზუსტი სურათი დეკემბრის ბოლოს გვექნება - გიორგი ფანგანი

BM.GE

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

მინისტრის მოადგილეებს დაქვემდებარებული უწყებების ხელმძღვანელობა და პრემიერის სპეც წარმომადგენლობაც შეეძლებათ

BM.GE

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

ფრის, პოლიეთილენის და ბეტონის მწარმოებელ 3 კომპანიას მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიენიჭათ

BM.GE

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE