მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სსიპ-ებს კომერციულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული - აუდიტი
სსიპ-ებს კომერციულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული - აუდიტი

სსიპ-ებს კომერციულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული - აუდიტი

BM.GE14 ივლისი, 2026, 13:05|bm.ge

სახელმწიფო აუდიტის სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოს სახელმწიფო უწყებების დაქვემდებარებაში არსებულ სსიპ-ებს და ა(ა)იპ-ებს კომერციულ ბანკებში 1.1 მილიარდი ლარის დეპოზიტები აქვთ განთავსებული.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შესწავლილ სსიპ/ა(ა)იპ-ებს 2025 წლის ბოლოს კომერციულ ბანკებში განთავსებული ჰქონდათ 1.1 მლრდ ლარი, საიდანაც 833 მლნ ლარი (76%) მოთხოვნამდე ანაბრებსა და საბარათე ანგარიშებზე იყო განთავსებული, ხოლო 264 მლნ ლარი (24%) - ვადიან დეპოზიტებზე (20 უწყების მიერ).129 ვადიანი დეპოზიტებიდან 26 მლნ ლარი განთავსებულია 1 წლამდე ვადით, 237 მლნ ლარი - 1-დან 2 წლამდე ვადით, 0.5 მლნ ლარი კი 2 წელზე მეტი ვადით (საკონტრაქტო ვადიანობით),"- ნათქვამია აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

თანხობრივად 2025 წელს სსიპ-ების საბანკო დეპოზიტები შემცირებულია, თუმცა 2021 წლის შემდეგ ის მაინც ოთხჯერ არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ამ სეგმენტის საბანკო დეპოზიტები ასე იცვლებოდა:

• 2019 წელს - 316 მილიონი ლარი; • 2020 წელს - 392 მილიონი ლარი; • 2021 წელს - 498 მილიონი ლარი; • 2022 წელს - 798 მილიონი ლარი; • 2023 წელს - 1,139 მილიონი ლარი; • 2024 წელს - 1,280 მილიონი ლარი; • 2025 წელს - 1,110 მილიონი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური რამდენიმე წლის წინ მიუთითებდა, რომ სსიპ-ების დეპოზიტების ზრდა თანხების განკარგვის არაეფექტიანობასთან იყო დაკავშირებული და მნიშვნელოვანი იყო ცენტრალურ მთავრობას მის მიერ დაფუძნებული სსიპ-ების თანხები უფრო მოწესრიგებულად ემართა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთის მთავრობა გადადგა

BM.GE

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

საქართველოში ნორვეგიას ახალი ელჩი ჰყავს

BM.GE

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

NVIDIA-ს შეფასება ერთ დღეში $440 მილიარდით გაიზარდა

BM.GE

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

ძლიერმა წვიმამ ზესტაფონის სოფელ სვირში საუბნო გზები დააზიანა, დაიტბორა სახნავ-სათესი მიწები | რა ვითარებაა დღეს?

BM.GE