მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სთარინგ ჯორჯია" მთავრობამ კონტრაქტების დადებამდე ბაზრის მოკვლევის ვალდებულებისგან გაათავისუფლა
"სთარინგ ჯორჯია" მთავრობამ კონტრაქტების დადებამდე ბაზრის მოკვლევის ვალდებულებისგან გაათავისუფლა

"სთარინგ ჯორჯია" მთავრობამ კონტრაქტების დადებამდე ბაზრის მოკვლევის ვალდებულებისგან გაათავისუფლა

BM.GE19 მაისი, 2026, 21:58|bm.ge

"სთარინგ ჯორჯია" მთავრობამ კონტრაქტების დადებამდე ბაზრის მოკვლევის ვალდებულებისგან გაათავისუფლა - ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის 18 მაისის დადგენილებაში, რომელიც კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ სახელმწიფო კომპანიას ბაზრის მოკვლევის ვალდებულებისგან ათავისუფლებს.

"შემსყიდველი თავისუფლდება ბაზრის კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან მხოლოდ ღონისძიების მოსამზადებელ ან მიმდინარეობის პერიოდში დაგეგმილი შესაბამისი ღონისძიებების მომზადების ეტაპზე,"- ნათქვამია დოკუმენტში.

შპს "სთარინგ ჯორჯია" არსებული მდგომარეობითაც ოპერირებს ისე, რომ მისი კონტრაქტების უდიდესი ნაწილი არ საჯაროვდება არც თავად კომპანიის, არც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე. მათ შორის უცნობია თუ რა თანხას უხდის კომპანია არტისტებს ჰონორარის სახით.

12 მაისს კომპანიამ ქანიე უესთის კონცერტის ბილეთების რეალიზაცია დაასრულა, სულ 70,000 ბილეთი გაიყიდა, რომლის ჯამური შემოსავალი 31.8 მილიონ ლარს აღემატება. კონცერტი 12 ივნისს იგეგმება.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ბოლოს შპს „სერვისი-7“ („ციცინათელა“) „სთარინგ ჯორჯიას“ შეუერთდა. მანამდე, 2025 წლის იანვარში, „სთარინგ ჯორჯიაში“ ასევე გაერთიანდნენ თბილისის საკონცერტო დარბაზი და „ბლექ სი არენა“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 122 სტატია.

  • მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროგრამის "ჩემი პირველი ნერგის" ფარგლებში, გამწვანების ღონისძიებები გორში, დედოფლისწყაროში, ლაგოდეხში, ყვარელში, ახმეტაში, თელავში, წალენჯიხაში, ზუგდიდსა და მცხეთაში გაიმართარუსთავი 2
  • თელ-ავივში ათიათასობით ადამიანი ნეთანიაჰუს მთავრობის წინააღმდეგ აქციაზე გამოვიდაფორმულა
  • მთავრობამ დავა წააგო სტრასბურგში იმის გამო, რომ გავრილოვის ღამის ერთი ეპიზოდის გამოძიება გააჭიანურანეტგაზეთი
  • მთავრობამ წყალტუბოს 10 ყოფილი სანატორიუმი აუქციონზე კიდევ ერთხელ გამოიტანატვ პირველი
მთავრობის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE