მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Starring Georgia ₾4.7 მილიონის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს - რას მოიცავს კონტრაქტი?
Starring Georgia ₾4.7 მილიონის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს - რას მოიცავს კონტრაქტი?

Starring Georgia ₾4.7 მილიონის გამარტივებულ შესყიდვას აცხადებს - რას მოიცავს კონტრაქტი?

BM.GE11 მაისი, 2026, 19:16|bm.ge

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული შპს „სთარინგ ჯორჯიას“ 4.74 მილიონი ლარის ღირებულების სამუშაოების გამარტივებული შესყიდვის წესით განხორციელებას გეგმავს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი.

განაცხადის მიხედვით, შესყიდვა 2026 წლის სეზონისთვის გასართობი პარკების მოსამზადებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკავშირდება. საუბარია შეკვეთილში არსებული პარკების - „ციცინათელას“, „მინიატურების“, „დინოს“ და „მუსიკოსთა“ პარკებში ახალი ატრაქციონების განთავსებისა და მათი უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის საჭირო სამუშაოებზე.

პროექტი მოიცავს ბეტონის საძირკვლების მოწყობას, საინჟინრო კომუნიკაციების განვითარებასა და რეაბილიტაციას, მათ შორის გათბობა-გაგრილების, წყალმომარაგების, წყალარინებისა და ელექტრომომარაგების სისტემებს, ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობას.

განმარტებითი ბარათის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის აუცილებლობა სამუშაოების მოკლე ვადებში შესრულებითა და პროექტების ტექნიკური სირთულით არის დასაბუთებული. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ატრაქციონები მაღალი რისკის შემცველი ტექნიკური კონსტრუქციებია და მათი მონტაჟი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამის საინჟინრო გადაწყვეტილებებს საჭიროებს.

დოკუმენტის მიხედვით, შესყიდვების საერთო სავარაუდო ღირებულება 4 741 240 ლარია. დაფინანსების წყარო 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტია.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლის ბოლოს შპს „სერვისი-7“ („ციცინათელა“) „სთარინგ ჯორჯიას“ შეუერთდა. მანამდე, 2025 წლის იანვარში, „სთარინგ ჯორჯიაში“ ასევე გაერთიანდნენ თბილისის საკონცერტო დარბაზი და „ბლექ სი არენა“.

ატრაქციონების პარკი „ციცინათელა“ 2007 წელს ბიძინა ივანიშვილის კომპანია „ასოციაცია ატუმ“ ააშენა და სახელმწიფოს გადასცა. 2011-2023 წლებში პარკის მართვას ბიძინა ივანიშვილის ბელიზურ ოფშორთან დაკავშირებული კომპანია „მენეჯმენტ სერვისი“ ახორციელებდა, რაც შემდეგ "ბლექ სი არენას" გადაეცა, ხოლო ამჟამად მისი მართვა „სთარინგ ჯორჯიასთვის“ არის გადაცემული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

„ყველაზე დიდი ქომაგი“ - საქართველოს ბანკმა და UNFPA-მ მამებისა და შვილების ურთიერთობაზე საჯარო შეხვედრა გამართეს

BM.GE

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

17 ავტომობილის შეძენის დაპირებით, ბრალდებულები 450 900 დოლარს თაღლითურად დაეუფლნენ - პროკურატურა

BM.GE

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

ახლო აღმოსავლეთში განახლებული დაძაბულობა ინფლაციურ წნეხს ზრდის, ხოლო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელია - თიბისი კაპიტალი

BM.GE

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

ნატურალური მინერალური წყალი „ბახმარო“ ალუმინის ქილაში - ახალი გამოცდილება

BM.GE