მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სტეფანწმინდა-გველეთის ₾215-მილიონიან გზაზე 460-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა - შენდება 2-კილომეტრიანი ხიდი
სტეფანწმინდა-გველეთის ₾215-მილიონიან გზაზე 460-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა - შენდება 2-კილომეტრიანი ხიდი

სტეფანწმინდა-გველეთის ₾215-მილიონიან გზაზე 460-მეტრიანი გვირაბი გაიჭრა - შენდება 2-კილომეტრიანი ხიდი

BM.GE11 აგვისტო, 2026, 20:12|bm.ge

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-გველეთის 4.5-კილომეტრიან მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტის ფარგლებში ორი გვირაბისა და ორი ესტაკადის, მათ შორის დაახლოებით 2-კილომეტრიანი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაოები დღეს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დაათვალიერა.

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში უკვე გაჭრილია 460 მეტრი სიგრძის გვირაბი, სადაც ამჟამად შიდა მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. მეორე, 846-მეტრიან გვირაბზე კი ბურღვითი სამუშაოები გრძელდება. ორივე გვირაბზე ასევე ხორციელდება ხიმინჯების მოწყობა.

პროექტი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდიდან დარიალის ახალი გვირაბის მიმართულებით ხორციელდება. რთული რელიეფის გამო, ახალი გზის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელოვნურ ნაგებობებზე იქნება განთავსებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტით გათვალისწინებულია მდინარე თერგზე 2018-მეტრიანი ესტაკადის, ასევე 636-მეტრიანი მეორე ესტაკადის მშენებლობა. ორი გვირაბის სიგრძე კი 460 და 846 მეტრი იქნება.

საერთო ჯამში, ახალი გზის დაახლოებით 88% გვირაბებსა და ესტაკადებზე მოდის. პროექტის ღირებულება 215.5 მილიონი ლარია, რაც საშუალოდ თითო კილომეტრი გზის მშენებლობისთვის დაახლოებით 47.2 მილიონი ლარის დანახარჯს ნიშნავს. გზის საპროექტო სიჩქარე 60 კმ/სთ იქნება, სავალი ნაწილის სიგანე — 7 მეტრი, ხოლო მოძრაობა ორ ზოლში განხორციელდება.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთის მშენებლობაზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group Co.-ს შორის ხელშეკრულება 2024 წლის ოქტომბერში გაფორმდა. პროექტის დასრულება 2027 წელს იგეგმება.

ახალი გზა არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის გაგრძელება იქნება. პროექტის მიზანია გადაადგილების დროის შემცირება და სატრანზიტო და ადგილობრივი ტრანსპორტის უსაფრთხოების გაუმჯობესება, ასევე სტეფანწმინდისა და მიმდებარე ტერიტორიების სატრანსპორტო ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.

სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი რუსეთის საზღვრის მიმართულებით მიმავალი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მოდერნიზაციის ნაწილია. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზა E117 ევროპული მარშრუტისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანზიტო დერეფნის ნაწილია და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციისთვის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას წარმოადგენს.

სტეფანწმინდა-გველეთის პროექტს ახორციელებს China Railway Tunnel Group Co., რომელსაც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვს. კომპანია მონაწილეობდა ქვეშეთი-კობის 9-კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობაშიც, რომლის ღირებულება დაახლოებით 900 მილიონ ლარს შეადგენდა. აღნიშნული გზის დასრულება 2028 წლისთვის იგეგმება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

მეტი სარგებელი დანაზოგზე - პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება

BM.GE

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

BM.GE

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

4Hospitals-მა b-ONE-ის მასშტაბური კონფერენცია გამართა — ამერიკული ხარისხი, 80-ზე მეტი ტრავმატოლოგი და FDA-სერთიფიცირებული იმპლანტები

BM.GE

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

გელათის მონასტრის გარშემო ტერიტორიას განსაკუთრებული რეგულირების სტატუსი მიენიჭა - დამუშავდება განაშენიანების გეგმა

BM.GE