მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Stellantis-მა 60 ახალი მოდელის გამოშვება გადაწყვიტა
Stellantis-მა 60 ახალი მოდელის გამოშვება გადაწყვიტა

Stellantis-მა 60 ახალი მოდელის გამოშვება გადაწყვიტა

BM.GE23 მაისი, 2026, 04:05|bm.ge

ავტოგიგანტმა Stellantis-მა 60 მილიარდი ევროს მოცულობის ხუთწლიანი სტრატეგია წარადგინა, რომელიც ახალი გენერალური დირექტორის, ანტონიო ფილოსას ხელმძღვანელობით კომპანიის კურსის ცვლილებაზე მიუთითებს.

ახალი გეგმა პარტნიორობის გაფართოებას, წამყვან ბრენდებზე ფოკუსირებას და ქარხნების ჭარბი სიმძლავრეების კომერციალიზაციას ითვალისწინებს. სტრატეგიის ფარგლებში ავტომწარმოებელი 2030 წლისთვის 60 ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავს, რაც შიდა წვის ძრავის მქონე, ჰიბრიდულ და სრულად ელექტრომობილებს მოიცავს.

როგორც ირკვევა, ანტონიო ფილოსამ კონკურენტებთან დაპირისპირებულ 14-ბრენდიან პორტფელში მკაფიო იერარქია განსაზღვრა, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო კაპიტალის დაახლოებით 70% მხოლოდ Jeep, Ram, Peugeot, Fiat-ზე გადანწილდება. ბრენდები Chrysler-ი და Alfa Romeo რეგიონულ პოზიციონირებაზე გადავლენ, ხოლო Lancia და DS სპეციალიზებულ როლებს Fiat-ისა და Citroen-ის დაქვემდებარებაში შეასრულებენ.

გეგმის მიხედვით, Stellantis-ი პლატფორმებში, ძრავებსა და ტექნოლოგიებში 24 მილიარდი ევროს ინვესტირებას აპირებს, ხოლო 2028 წლისთვის, 2025 წელთან შედარებით, ყოველწლიური ხარჯების 6 მილიარდი ევროთი შემცირებას გეგმავს. პროგნოზების მიხედვით, ჩრდილოეთ ამერიკაში კომპანიის შემოსავალი 2030 წლისთვის 25%-ით გაიზრდება, ხოლო ევროპაში მაჩვენებლის 15%-იანი მატებაა მოსალოდნელი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE